ავტორი:

ავთანდილ ცქვიტინიძის ქალიშვილის პარიზული იუბილე - რა არის ცნობილი დიზაინერის ერთადერთ შვილზე, რომელიც დედის ასლია (ფოტოები)

ავთანდილ ცქვიტინიძის ქალიშვილის პარიზული იუბილე - რა არის ცნობილი დიზაინერის ერთადერთ შვილზე, რომელიც დედის ასლია (ფოტოები)

ხათუნა თორთლაძისა და ავთანდილ ცქვიტინიძის ერთადერთ ქალიშვილს 20 წელი შეუსრულდა. ანასტასიამ დაბადების დღე პარიზში აღნიშნა.

  • გოგონა საფრანგეთში სწავლობს და როგორც ფოტოებიდან ჩანს იუბილე მეგობრებთან ერთად აღნიშნა. საღამოზე ჩანს მამაც, რომელთანაც იუბილარი ცეკვავს.

ავთანდილი ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ შვილი იმაზე უკეთესია ვიდრე ოდესმე უოცნებია.

- ანასტასია უფრო უკეთესია, ვიდრე ვოცნებობდი! მე ყოველთვის ვარ ხოლმე დამკვირვებელი. მაინტერესებს, როგორ მოიქცევა ამა თუ იმ მოცემულობაში. მე და ხათუნას ყოველთვის ასეთი პრინციპი გვქონდა, როცა ბავშვი სიარულს იწყებს, შენ კი არ უნდა ატარო, ადროვო სიარული და იყო ახლოს, რომ თუ წაიქცა, დაეხმარო და ააყენო.

ვფიქრობ, მშობლის პოზიციიდან ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. მგონია, რომ ანასტასია ნებისმიერ მოცემულობაში ისე იქცევა, როგორც უნდა მოიქცეს ნამდვილი ადამიანი. თუ, ღმერთმა ნუ დააჭირვოს და დასჭირდება დახმარება, ჩვენ გვერდით ვართ, უბრალოდ, ვადროვებთ ცხოვრებას… ამერიკულ უნივერსიტეტში ჩააბარა პარიზში და იქ ცხოვრობს უკვე მეორე წელია.

გოგონა დედას სასწაულად ჰგავს. ხათუნა თორთლაძე 2014 წლიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებს.

ხათუნას გამორჩეული ჩაცმის სტილი აქვს, ამის გამო, ხშირად დაუმსახურებია მედიის ყურადღება. თორთლაძე თანამდებობის შემდეგ მედიასთან მხოლოდ ოფიციალური კომენტარებით შემოიფარგლება.

წაიკითხეთ ასევე: