ავტორი:

ინციდენტი გულშემატკივრებს შორის, სტადიონზე შეჭრილი მაყურებელი და მატჩის ემოციური დასასრული - საქართველომ სომხეთი 6:1 დაამარცხა (ფოტო/ვიდეო)

ინციდენტი გულშემატკივრებს შორის, სტადიონზე შეჭრილი მაყურებელი და მატჩის ემოციური დასასრული - საქართველომ სომხეთი 6:1 დაამარცხა (ფოტო/ვიდეო)

„დინამო არენაზე“ "ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა და B დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.

დღევანდელ მატჩში გოლების ავტორები არიან: 1:0 აროიანი (საკუთარ კარში, მეოთხე წუთზე), 2:0 მიქაუტაძე (14-ე წუთზე), 3:0 ჩაკვეტაძე (23-ე წუთზე), 4:0 კიტეიშვილი (27-ე წუთზე), 5:0 მიქაუტაძე (35-ე წუთზე). 5:1 სევიკიანი (48-ე წუთზე). 6:1 კვარაცხელია (63 წუთზე).

მატჩი დინამოს სტადიონზე 18:00 საათზე დაიწყო.

თამაშის დაწყებიდან მეოთხე წუთზე, პირველი ავტოგოლი სომხების კარში აროიანს ჩაეთვალა. მალევე, 14-ე წუთზე, მორე გოლი შეაგდო გიორგი მიქაუტაძემ. მესამე გოლი კი 23-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ დაამატა. მოგვიანებით თითო - თითო გოლი კიდევ გაიტანეს კიტეიშვილმა და მიქაუტაძემ - საბოლოო ჯამში პირველ ტაიმში საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთს 5:0 ამარცხებდა.

განმეორებითი მატჩის პირველ ტაიმში საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთს ანგარიშით 5:1 ამარცხებდა. შეხვედრის მეორე ტაიმის დასაწყისში სომხეთის ნაკრების ფეხბურთელმა, სევიკიანმა ანგარიშში სხვაობის შემცირება შეძლო.

თუმცა, ხვიჩა კვარაცხელიამ 62-ე წუთზე მეექვსე გოლი გაიტანა და სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა.

საბოლოოდ შეხვედრა საქართველოს გამარჯვებით, 6:1 დასრულდა.

9:1 ორი მატჩის ჯამში - საქართველოს ნაკრებმა სომხეთს ისევ დამაჯერებლად მოუგო და B დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა

  • შეხვედრის დასასრულს უსიამოვნო ინციდენტს ჰქონდა ადგილი.

გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა. ისინი უსაფრთხოების სამსახურმა და პოლიციამ გაარიდა ერთმანეთს.

  • მატჩს საქართველოს პრემიერ ირაკლი კობახიძესთან და მიხეილ ყაველაშვილთან ერთად, ესწრებოდა სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ პაშინიანი.

შეგახსენებთ, პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ერევანში 0:3 დაამარცხა.

ამრიგად, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა სომხეთთან ორმატჩიანი "პლეი ოფის" მოგების შემდეგ უეფა-ს "ერთა ლიგის" B დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა. ივნისში ამხანაგური მატჩები შედგება, სექტემბრიდან კი საქართველოს გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჩაერთვება.

ფოტო/ვიდეო: ვანო გორგიშვილი

იხილეთ ასევე: