ავტორი:

დედამ "დაპოსტა", რომ მის ვაჟს აუტიზმის გამო, მეგობრები არ ჰყავდა და დაბადების დღეს მარტო აღნიშნავდა - მაკრონმა ბიჭს ვიდეო ჩაუწერა და სასახლეში მიიწვია

დედამ "დაპოსტა", რომ მის ვაჟს აუტიზმის გამო, მეგობრები არ ჰყავდა და დაბადების დღეს მარტო აღნიშნავდა - მაკრონმა ბიჭს ვიდეო ჩაუწერა და სასახლეში მიიწვია

22 მარტს, 18 წლის ბიჭის- მაქსენსის დედამ, მისი შვილის დაბადების დღეზე, X-ზე გამოაქვეყნა სტატუსი სადაც წერდა, რომ აუტიზმის დიაგნოზის გამო, მის ვაჟს მეგობრები არ ჰყავდა, რომ დაბადების დღე მათთან ერთად აღენიშნა და სიამოვნება მიეღო.

მან საზოგადოებას სთხოვა, მისალოცი ვიდეოები ჩაეწერათ - ამით მაქსენსის ერთ დღეს გაალამაზებდა.

"ჩემი ვაჟი მაქსენსი რამდენიმე დღეში 18 წლის გახდება. ვინაიდან ის აუტისტურია, სამწუხაროდ, მეგობრები არ ჰყავს რომ დაპატიჟოს. იმისათვის, რომ ეს დღე იყოს დასამახსოვრებელი, მინდა დაბადების დღის მილოცვების ვიდეო გავუკეთო", - დაწერა ქალმა სოციალურ ქსელში და სთხოვა მეგობრებს მისალოცი ვიდეო ჩაეწერათ.

Mon fils Maxence aura 18 ans dans quelques jours. Étant #autiste, il n'a malheureusement pas 1 seul ami à inviter. Pour lui rendre cette date mémorable malgré tout, j'aimerais recueillir des vidéos de "bon anniversaire" de personnes connues ou moins connues mais bienveillantes 🙏🏻
— Marie 🌺 (@mr_0183) March 22, 2025

• ჯადოსნური ინტერნეტის საშუალებით, მისმა შეტყობინებამ საფრანგეთის პრეზიდენტის - ემანუელ მაკრონის ყურამდეც მიაღწია. და ყველასთვის მოულოდნელად, ის სწორედ ერთ-ერთი იყო, ვინც მისალოცი ვიდეო ჩაწერა.

ვიდეოში მას თავად უჭირავს ტელეფონი და მაქსენსს მიმართავს.

pic.twitter.com/LFXikycDZv
— Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) March 26, 2025

“გილოცავ დაბადების დღეს (...) დღეს შენზე ვფიქრობ“, - ამბობს ის და როდესაც გაიგო, რომ ბიჭს საკონდიტრო ნაწარმის დამზადება აინტერესებდა, ელისეის სასახლეში სტაჟირებისთვისაც კი მიიწვია.

“თუ სტაჟირება გჭირდება... გიწვევ ელისეის სასახლის სამზარეულოში,“ - მიმართავს მაკრონი იუბილარს.

წყარო

იხილეთ ასევე: