ავტორი:

განხეთქილება კადიროვსა და პუტინს შორის? - რაზე აწარმოებდა ჩეჩნეთის ლიდერი მოლაპარაკებებს მონარქებთან, რამაც რუსეთი პრეზიდენტი გაანაწყენა

განხეთქილება კადიროვსა და პუტინს შორის? - რაზე აწარმოებდა ჩეჩნეთის ლიდერი მოლაპარაკებებს მონარქებთან, რამაც რუსეთი პრეზიდენტი გაანაწყენა

რუსული მედიის ინფორმაციით, კადიროვმა პუტინი გაანაწყენა, რადგან ნებართვის გარეშე ახლო აღმოსავლეთის მონარქებთან ოჯახის უსაფრთხოებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

  • "ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი კრემლთან კონფლიქტში შევიდა, მასა და დიქტატორ პუტინს შორის „განხეთქილებაა“ იმის გამო, რომ „დონ-დონი“ დამოუკიდებლად აწარმოებს მოლაპარაკებებს ახლო აღმოსავლეთის მონარქებთან მისი მრავალრიცხოვანი ოჯახის უსაფრთხოებაზე"

ამის შესახებ რუსული გამოცემა "მნიშვნელოვანი ისტორიები" წერს, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში სპეციალიზებული FSB-ის ყოფილი თანამშრომლის ისტორიაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.

"წყაროს სიტყვები მისმა ამჟამინდელმა კოლეგამ დაადასტურა. ნაწილობრივ, ეს ინფორმაცია ჩრდილოეთ კავკასიელმა ჟურნალისტმა და უფლებადამცველებმაც დაადასტურეს“, - აღნიშნულია გამოცემაში.

გამოცემის წყაროების ინფორმაციით, კადიროვისა და პუტინის განხეთქილების მთავარი მიზეზი FSB-ის ინფორმაცია გახდა, „დონ-დონის“ ხშირი მოლაპარაკებების შესახებ მისი აქტივებისა და ოჯახის წევრების უსაფრთხო მომავალთან დაკავშირებით, ახლო აღმოსავლეთის მუსლიმური მონარქიების წარმომადგენლებთან, რაც კრემლთან შეთანხმებული არ იყო.

  • როგორც ცნობილია, კადიროვი დიდი ხანია მძიმედ ავად არის. "დონ-დონს" ეშინია მისი მრავალრიცხოვანი შთამომავლობის მომავლის, რომლებიც სხვადასხვა ქალისგან ჰყავს, მათ შორის არასრულწლოვანი საყვარლებისგან.

"ჩეჩნეთის მეთაურს კარგად ესმის, როგორ არის მოწყობილი ძალაუფლება მის რეგიონში და რა შეიძლება ელოდეს მისი ოჯახის წევრებს მისი წასვლის შემთხვევაში. მან ასევე იცის ფედერალური ცენტრის დაპირებებისა და უსაფრთხოების გარანტიების ფასი. მისი მრავალრიცხოვანი ნათესავების მომავლის გაურკვევლობამ აიძულა კადიროვი მათთვის გარანტიები ეძებნა ახლო აღმოსავლეთის მუსლიმურ ქვეყნებში, რომელთა ლიდერებთანაც კადიროვს დიდი ხნის მეგობრული ურთიერთობა აქვს“, - ნათქვამია სტატიაში.

კადიროვი ცდილობდა ეს მოლაპარაკებები კრემლისგან დაემალა, თუმცა FSB-მ მათ შესახებ მაშინვე შეიტყო და პუტინს მოახსენა.

კრემლთან განხეთქილება კადიროვის უახლოეს თანამებრძოლს, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ ადამ დელიმხანოვსაც შეეხო. ადრე დელიმხანოვი კრიმინალურ სქემებს აწყობდა, რომლებიც რეიდერობასა და გამოძალვას მოიცავდა ქვეყნის ხელმძღვანელობასთან შეთანხმების გარეშე, ამბობენ უფლებადამცველები.

თუმცა 2025 წლის დასაწყისიდან ადამ დელიმხანოვი კატეგორიულად უარს ამბობს რაიმე სახის ძალადობრივ „დაპირისპირებაში“ მონაწილეობაზე, რა თანხაც არ უნდა იდგეს სასწორზე.

წაიკითხეთ ასევე: