ავტორი:

აფხაზეთის ე.წ. შს მინისტრის ინფორმაციით, ირაკლი ბებუას 30 მარტს გაათავისუფლებენ

აფხაზეთის ე.წ. შს მინისტრის ინფორმაციით, ირაკლი ბებუას 30 მარტს გაათავისუფლებენ

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, 2020 წელს დაკავებული საქართველოს მოქალაქე, ირაკლი ბებუა 2025 წლის 30 მარტს გათავისუფლდება.

ამის შესახებ ekhokavkaza ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელზე რობერტ კიუტზე დაყრდნობით წერს.

  • კიუტი ამბობს, რომ ეს არ არის ვადაზე ადრე გათავისუფლება.

"ის 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავეს. ეს ფაქტი, ალბათ, ყველამ იცის. მან ეროვნული დროშა დაწვა, რისთვისაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრა", - აღნიშნა კიუტმა.

ირაკლი ბებუას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 2020 წელს აღიძრა, მას აფხაზეთის დროშის დაწვას ედავებოდნენ. აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოგვიანებით განაცხადა, რომ "სახლის შემოწმებისას, სადაც ეჭვმიტანილი ცხოვრობდა, პოლიციელებმა აღმოაჩინეს და ამოიღეს RG-42 ყუმბარა, რომელიც არის საბრძოლო მასალა და ვარგისია აფეთქებისთვის“.

გალის რაიონულმა სასამართლომ ირაკლი ბებუას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ასევე დაეკისრა ჯარიმა 10 ათასი რუბლის ოდენობით.

თბილისში ბებუას გათავისუფლების მოთხოვნით რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა, მონაწილეები საქართველოს ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებდნენ. ბებუას გათავისუფლების საკითხი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში რამდენჯერმე განიხილეს.

წყარო

იხილეთ ასევე: