დალასში დაფუძნებული ბიოტექნოლოგიური კომპანიის Colossal Biosciences-ის თანახმად, მათ შეძლეს 12,500 წლის წინ გადაშენებული მგლის სახეობის აღდგენა.
მათი გამოყვანა გენური ინჟინერიის საშუალებით, უძველესი ნამარხების გენური მასალის კოპირებით გახდა შესაძლებელი.
მეცნიერებმა შექმნეს სამი მგლის ლეკვი უძველესი დნმ-ის, კლონირებისა და გენის რედაქტირების ტექნოლოგიის გამოყენებით . ჰიბრიდული სახეობა გარეგნულად ძალიან წააგავს თავის გადაშენებულ წინამორბედს.
“ეს სახეობა უფრო დიდი იყო, ვიდრე რუხი მგლები და ჰქონდათ ოდნავ განიერი თავები, მსუბუქი, სქელი ბეწვი და ძლიერი ყბები“, - აცხადებენ კომპანიაში.
კლონირებისა და გენის რედაქტირების ტექნოლოგიის გამოყენებით, რომელიც უძველესი დნმ-ის 90%-ზე მეტს ემთხვევა, სამი მგლის ბელი დაიბადა. ორი მამალი - რომულუსი და რემუსი და ერთი მდედრი - ხალესი.
მგლები კონტროლირებად და უსაფრთხო თავშესაფარში იცხოვრებენ.
კომპანია Colossal-ს ეკუთვნის, რომელიც ასევე აქტიურად მუშაობს მამონტების დედამიწაზე დაბრუნებაზე.
იხილეთ ასევე: