ამერიკულმა კომპანია Colossal Biosciences-ი გენეტიკური მოდიფიცირების საფუძველზე, ბეწვიანი თაგვების მამონტის მსგავს სპილოდ გადაქცევას გეგმავენ. მეცნიერების თქმით, მათი საბოლოო მიზანია შექმნან თმიანი, მამონტის მსგავსი სპილოები და არქტიკაში დაასახლონ.
თავდაპირველად კერძო სამეცნიერო კომპანიის Colossal Biosciences-ის მკვლევრებმა მამონტისა და აზიური სპილოს უახლოესი ნათესავი - ბეწვიანი თაგვები შეისწავლეს. მათ გამოავლინეს რამდენიმე გენეტიკური ვარიაცია, რომელიც პასუხისმგებელია ბეწვის სხვადასხვა მახასიათებლებზე და ცხიმის მეტაბოლიზმზე.
ლაბორატორიული თაგვების დნმ-ში შესაბამისი ვარიაციები აღმოაჩინეს და დაიწყეს გენის რედაქტირების ექსპერიმენტები. მეცნიერებმა ცვლილებების შეტანა ერთდროულად შვიდ გენში შეძლეს.
შედეგად, მათ მიიღეს გრძელი ოქროსფერი თმების მქონე თაგვები. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ გენი დაარედაქტირეს, თაგვებში ცხიმოვანი მასა იგივე დარჩა.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ამ სახეობის მღრღნელების შექმნა თაგვები პირველი ნაბიჯია მამონტების მსგავსი ყინვაგამძლე სპილოების შესაქმნელად.
Colossal Biosciences-ის თქმით, მათი მთავარი მიზანია გადაშენებული სახეობების, პირველ რიგში: მამონტების, დოდოების და მარსუიების (ტასმანიის მგლები) აღდგენა.
“საბოლოოდ გვეყოლება სიცივეზე ადაპტირებული სპილოების მთელი შტო, რომლებსაც გავუშვებთ ველურ ბუნებაში და შეეძლებათ ერთმანეთთან შეჯვარება“, - განუცხადა BBC-ს Colossal Biosciences-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ბენ ლამბმა.
ის იმედოვნებს, რომ პირველი გენმოდიფიცირებული მამონტის მსგავსი სპილო 2028 წლის ბოლოს დაიბადება. ამის მისაღწევად გენმოდიფიცირებული ემბრიონი მზად უნდა იყოს 2026 წლის ბოლომდე.
სამომავლოდ მეცნიერებს სურთ მამონტის მსგავსი სპილოები არქტიკულ ტუნდრაში დაასახლონ. მათი აზრით, ეს ხელს შეუწყობს ჩვენს პლანეტაზე დათბობის შეჩერებას.
2025 წლის იანვარში სტარტაპი Colossal Biosciences-ი 10,2 მილიარდ დოლარად შეფასდა.
იხილეთ ასევე: