ავტორი:

"ქვეყნები უკანალზე მკოცნიან, მემუდარებიან: გთხოვ, ბატონო, გარიგება დაგვიდე, ყველაფერს გავაკეთებ ბატონო" - დონალდ ტრამპი ტარიფებზე

"ქვეყნები უკანალზე მკოცნიან, მემუდარებიან: გთხოვ, ბატონო, გარიგება დაგვიდე, ყველაფერს გავაკეთებ ბატონო" - დონალდ ტრამპი ტარიფებზე

თეთრი სახლის განცხადებით, შეერთებულ შტატებთან ახალი სავაჭრო გარიგებების დადებისთვის უამრავი ქვეყანა “იბრძვის“.

“იაპონიისა და სამხრეთ კორეის დელეგაციები უკვე გზაში არიან. იტალიის პრემიერ-მინისტრი ვაშინგტონს მომავალ კვირას ეწვევა. ხოლო ისრაელის „პროაქტიული მიდგომა“ შეიძლება იყოს მაგალითი ყველასთვის,“ - აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.

  • პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ახალი გლობალური ტარიფების ამოქმედებამდე ერთი დღით ადრე, თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ კარი ღიაა ახალი სავაჭრო მოლაპარაკებებისთვის - მაშინაც კი, თუ ტარიფების შემსუბუქების ზუსტი ფორმულა გაურკვეველი რჩება.

"ეს ქვეყნები გვირეკავენ, ისინი კვდებიან გარიგების დასადებად, მკოცნიან უკანალზე და მემუდარებიან, გთხოვ, ბატონო, გარიგება დაგვიდე, ყველაფერს გავაკეთებ ბატონო", - თქვა დონალდ ტრამპმა სამშაბათს საღამოს გამართულ “რესპუბლიკელებთან“ შეხვედრაზე, როდესაც ჯგუფს შეხვდა.

მისი თქმით, უცხოელი ლიდერები, შეთანხმების დასადებად ყველაფრისთვის არიან მზად.

როგორც CNN-ი წერს, ტრამპის ადმინისტრაცია მზად არის თითოეულ ქვეყანასთან ინდივიდუალური სატარიფო გეგმები განიხილოს.

აღნიშნული ინფორმაცია სპიკერმა ქეროლაინ ლევიტმაც დაადასტურა.

მისი თქმით, პრეზიდენტი მზადაა ქვეყნებთან ცალკეულად აწარმოოს მოლაპარაკებები ტარიფების შემსუბუქების შესახებ.

„ტელეფონები რეკავს, სურთ ისაუბრონ ადმინისტრაციასთან, ან პრეზიდენტთან და მის სავაჭრო გუნდთან, რათა შეეცადონ გარიგების მიღწევას“, - თქვა ქეროლაინ ლევიტმა შუადღისას.

ტრამპმა თავის სიტყვაში ასევე განაცხადა, რომ მისი მმართველობის პირველი 100 დღის განმავლობაში, აშშ-ს ნებისმიერ პრეზიდენტებთან შედარებით ყველაზე მაღალი რეიტინგი ჰქონდა.

წყარო

იხილეთ ასევე: