ავტორი:

200-მდე დაღუპული, მათ შორის ცნობილი მომღერალი, რომლის ცხედარი უკვე იპოვეს: რას ჰყვებიან გადარჩენილები - "ნანგრევებში რამდენიმე საათი ხელჩაკიდებულებმა გავატარეთ"

200-მდე დაღუპული, მათ შორის ცნობილი მომღერალი, რომლის ცხედარი უკვე იპოვეს: რას ჰყვებიან გადარჩენილები - "ნანგრევებში რამდენიმე საათი ხელჩაკიდებულებმა გავატარეთ"

დომინიკის რესპუბლიკაში, ცნობილი ღამის კლუბის სახურავის ჩამონგრევის შემდეგ, რაც ქვეყანაში ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედიაა, დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა.

განახლებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 200-მდე ადამიანი, არიან დაშავებულებიც.

დედაქალაქ სანტო დომინგოში, ღამის კლუბ Jet Set-ში, სახურავის ჩამონგრევის დროს კლუბში 300 -ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. ტრაგედია დაახლოებით ღამის 1 საათზე, მომღერალ რუბი პერესისა და მისი ორკესტრის კონცერტის დროს მოხდა.

პერესის ცხედარი ნანგრევებიდან ამოიყვანეს.

რუბი პერესი

  • გადაუდებელი ოპერაციების ცენტრის დირექტორის, ხუან მანუელ მენდესის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დაიღუპა მინიმუმ 184 ადამიანი, მათ შორის ორი ბეისბოლის მთავარი ლიგის ყოფილი მოთამაშე.

ოფიციალური პირები ჯერ ვერ ასახელებენ მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობას, რადგან სამაშველო სამუშაოების ისევ მიმდინარეობს. თუმცა, მენდესის თქმით, მათი გადარჩენილი 145 ადამიანი ცოცხალია.

ასევე უცნობია რამდენი ადამიანია მოყოლილი ნანგრევებში. ბევრი ცხედრის იდენტიფიცირება ჯერ კიდევ ვერ ხერხდება.

  • ერთ- ერთი გადარჩენილი, ჯენირ მენა CNN-ს ტრაგიკულ დეტალებზე ესაუბრა.

მისი თქმით, კლუბში ორ მეგობართან ერთად 40 წლის იუბილეს აღნიშნავდა. ერთი მათგანი გარდაიცვალა, მეორე კი ჯენიფერთან ერთად ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდა.

“ნანგრევებში რამდენიმე საათი ხელჩაკიდებულებმა გავატარეთ და ერთმანეთს ვამხნევებდით. მაშველებმა დილის 5 საათზე ამოგვიყვანეს. მადლობელი ვარ, რომ ცოცხალი", - თქვა მან.

Jet Set Nightclub არის კარიბის ზღვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილი და ადგილი ტურისტებში განსაკუთრებით პოპულარული იყო.

დომინიკის რესპუბლიკა კარიბის ზღვის აუზის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ქვეყანაა. გასულ წელს, ქვეყნის ხელისუფლების ინფორმაციით, მას დაახლოებით 11 მილიონი ტურისტი ეწვია.

ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

წყარო

იხილეთ ასევე: