ავტორი:

“მოულოდნელად, ქალმა პრინცს დაუყვირა“ - სკანდალური სასამართლო: რატომ გაიყვანეს პრინცი ჰარი სხდომათა დარბაზიდან დაცვის თანხლებით?

“მოულოდნელად, ქალმა  პრინცს დაუყვირა“ - სკანდალური სასამართლო: რატომ გაიყვანეს პრინცი ჰარი სხდომათა დარბაზიდან დაცვის თანხლებით?

ლონდონის უმაღლეს სასამართლოში გასულ ორშაბათს პრინცი ჰარი იყო დაბარებული და მისი ერთ-ერთი საჩივრის განხილვა მიმდინარეობდა, რა დროსაც გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო, სასწრაფოდ, მისი გარეთ გაყვანა გახდა საჭირო.

  • უსაფრთხოების სამსახურმა პრინცი 50 წელს გადაცილებულ ქალს გაარიდა, რომელიც უცნაურად იქცეოდა.

  • როგორც მედია წერს, ქალის ქცევამ დაცვის ყურადღება მიიპყრო. ის სასამართლოში გამუდმებით შფოთავდა და ტელეფონზე ვიღაცას ეჩხუბებოდა.

“მოულოდნელად, ქალმა პრინცს დაუყვირა“, - წერს ბრიტანული მედია.

  • სწორედ ამ დროს გადაწყვიტა სასექსის ჰერცოგის დაცვამ, ჩარეულიყო. ქალსა და პრინცს შორის დაცვა ჩადგა და აღელვებული პირი სასამართლოს შენობიდან გაიყვანეს. გასვლისას კი მან მოულოდნელად დაიყვირა: "მე მხარს გიჭერ, პრინცო ჰარი“.

გავრცელებული ინფორმაციით, წასვლის წინ ქალმა მიმართა მედიას და თქვა: "თუ პრესა ხარ, მაშინ შენ ხარ მიზეზი, რომ ის ინგლისში არ არის“.

პრინცი დახურულ სხდომაზე მას შემდეგ დაბრუნდა, რაც ქალი შენობიდან გავიდა. უცნობია, რა სტატუსით ესწრებოდა ქალი მოსმენას. მედიის ინფორმაციით, მისთვის დახურულ სხდომაზე უნდა მოესმინათ.

მიუხედავად იმისა, რომ მოსმენის ნაწილი ღია იყო პრესისთვის, ნაწილი დახურულ კარს მიღმა შედგა.

  • პრინცი კალიფორნიიდან ლონდონში ამ კვირის დასაწყისში გაემგზავრა, რათა სასამართლოში ორდღიან მოსმენას დასწრებოდა.

ჰარის განცხადებით, უსამართლოდ მოექცნენ, როდესაც მას და მის მეუღლეს მეგან მარკლს მთავრობის მიერ დაფინანსებული დაცვა მოუხსნეს. ეს ყველაფერი 2020 წელს მოხდა, მას შემდეგ რაც წყვილმა სამეფო ტიტულებზე უარით. სასამართლო დავაც სწორედ ამ თემას ეხებოდა.

წყარო

იხილეთ ასევე: