ავტორი:

უკიდურესად დაძაბული მატჩი და ჟორჟის კარგი თამაში - "ლიონისა" და "მანჩესტერის" დაპირისპირება ფრედ 2:2 დასრულდა

უკიდურესად დაძაბული მატჩი და ჟორჟის კარგი თამაში - "ლიონისა" და "მანჩესტერის" დაპირისპირება ფრედ 2:2 დასრულდა

ევროპა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში გიორგი (ჟორჟ) მიქაუტაძის ლიონის "ოლიმპიკმა" "მანჩესტერს" უმასპინძლა და მატჩი დასრულდა ფრედ, ანგარიშით 2:2.

  • ქართველმა ფეხბურთელმა ფრანგული გუნდის ძირითად შემადგენლობაში დაიწყო თამაში.

61 556-იან "გრუპამა სტადიუმზე“ სრული ანშლაგი იყო.

მატჩი ლიონის აქტიურობით დაიწყო, გამორჩეულად მოქმედებდა ჟორჟიც, შედეგმაც არ დააყოვნა, 25-ე წუთზე საჯარიმო დარტყმის შემდეგ ბურთი "მანჩესტერის" მეკარე ონანას, ფაქტობრივად, ხელებში "გაუძვრა" და ბადეში გაეხვია.

პირველი ტაიმი ძალიან მაღალ ტემპში მიმდინარეობდა.

გოლის მიღების შემდეგ "მანჩესტერი" ცდილობდა აქტიურობას. შექმნეს რამდენიმე სახიფათო მომენტიც "ლიონის" კართან, თუმცა უშედეგოდ. მხოლოდ ტაიმის მიწურულს, დამატებით დროში მოახერხა "მანჩესტერმა" ბურთის გაქვითვა - 50-ე წუთზე გოლი ლენი იორომ გაიტანა.

მეორე ტაიმიც ლიონელთა შეტრევებით დაიწყო. მიქაუტაძის კარგი დრიბლინგით შევიდა საჯარიმოშია და ზუსტი პასი მიაწოდა ლიკაზეტს, რომელმაც ვერ მოახერხა კარისკენ ზუსტი დარტყმა.

64-ე წუთზე უკვე ჟორჟს მიეცა გატანის შანსი, თუმცა მისი დარტყმული მცველს მოხვდა. 68-ე წუთზე ქართველის კიდევ ერთი დარტყმული მოიგერიეს "მანჩესტერის" მცველებმა. "ლიონს" გოლის გატანის კიდევ არაერთი შანსი ჰქონდა, რაც ვერ გამოიყენეს. სამაგიეროდ "მანჩესტერმა" მოახერხა მეორე ტაიმის მიწურულს, კიდევ ერთი გოლის გატანა, 88-ე წუთზე ჯოშუა ძირძემ გაიტანა. დამატებით დროში, 95 წუთზე მიქაუტაძის ძლიერი დარტყმული ონანამ მოიგერია დამატებაზე კი ჩერკიმ ანგარიში გაათანაბრა. ლიონში მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.

იხილეთ ასევე: