ავტორი:

აშშ-ში, მშობლების მკვლელობაში ეჭვმიტანილი მოზარდი პრეზიდენტ ტრამპის მკვლელობასაც გეგმავდა? - რა ხდება ცნობილი  FBI-ს მასალებიდან

აშშ-ში, მშობლების მკვლელობაში ეჭვმიტანილი მოზარდი პრეზიდენტ ტრამპის მკვლელობასაც გეგმავდა? - რა ხდება ცნობილი  FBI-ს მასალებიდან

“აშშ-ში მოზარდი ტრამპის მკვლელობას გეგმავდა“, - ამის შესახებ abcnews წერს და საქმის სკანდალურ დეტალებსაც ასაჯაროებს.

FBI-ს მასალების მიხედვით, ვისკონსინში მცხოვრები 17 წლის ნიკიტა კასაპი მშობლების მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. ამ გზით მას ფინანსური საშუალებების და დამოუკიდებლობის მოპოვება სურდა.

შემდეგ კი დონალდ ტრამპის მკვლელობასა და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას გეგმავდა.

დოკუმენტების მიხედვით ცნობილი ხდება, რომ კასპმა ტერაქტის მოსაწყობად დრონისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის შეძენა მოახერხა.

  • მისი ტელეფონიდან ამოღებულია ინფორმაცია, რომელიც შეიცავდა მასალებს ნეონაცისტური სექტის "ცხრა კუთხის ორდენის" შესახებ. აღნიშნული ორდენი არის ნეონაცისტური დაჯგუფება, რომლებსაც რასობრივი მოტივები და ექსტრემისტული შეხედულებები ამოძრავებთ.

ასევე, მის ელექტრონულ მოწყობილობებზე აღმოჩენილია ჰიტლერის ფოტოები, რომელზეც"თეთრი რასის გადარჩენაზეა“ ლაპარაკი

ვისკონსინის პოლიციამ, ბიჭის მშობლების ცხედრები 1-ელ მარტს იპოვა, რის შემდეგაც კასპი დააკავეს. მას ბრალი წაუყენეს ორი ცხედრის მკვლელობასა და მიმალვაში, ასევე 10000 დოლარზე მეტი ღირებულების ქონების ქურდობაში და ფულის მოსაპოვებლად, ვინაობის გაყალბებაში.

წყარო

იხილეთ ასევე: