"საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ნაბიჯების გადასადგმელად რუსეთი ნამდვილად მზად არის", - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.
ცნობისთვის, მანამდე, რუსულ მედიასთან ინტერვიუში, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა განაცხადა, რომ "მოსკოვი მზადაა, თბილისთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს“.
"მზად ვართ წავიდეთ იმდენად შორს, რამდენადაც ქართული მხარე მზად იქნება. აქ ჩვენთვის არანაირი შეზღუდვა არ არსებობს“, - აღნიშნა გალუზინმა