ავტორი:

ცეცხლოვანი მატჩი და საფეხბურთო დრამა ვილა პარკზე - ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ითამაშებს

ცეცხლოვანი მატჩი და საფეხბურთო დრამა ვილა პარკზე - ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ითამაშებს

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით მატჩში, ბირმინგემის "ასტონ ვილამ" "პარი სენ-ჟერმენს" უმასპინძლა. ბირმინგემში მატჩი "ასტონ ვილამ" მოიგო ანგარიშით 3-2, თუმცა ორი მატჩის ჯამში პსჟ-მ 5:4 გაიმარჯვა და პარიზული კლუბი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ითამაშებს.

  • პსჟ მინდორზე ასეთი შემადგენლობით გამოვიდა: დონარუმა, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ვიტინია, ნევეში, ფაბიანი, კვარაცხელია, ბარკოლა, დემბელე.

მატჩის პირველი გოლი მე-11 წუთზე აშრაფ ჰაკიმმა გაიტანა და პსჟ დაწინაურდა. 29-ე წუთზე დემბელეს გადაცემა ნუნუ მენდეშმა გოლად აქცია და ანგარიში 0-2 გახდა.34-ე წუთზე იური ტილემანსმა პარიზელებს გოლით უპასუხა და ერთი ბურთი გაქვითა.

  • მეორე ტაიმი ორმხრივი შეტევებით გაგრძელდა. "ასტონ ვილას" იერიშები სახიფათო იყო და 55-ე წუთზე მაკგინმა გოლის გატანა და ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. ასტონ ვილას მწვავე შეტევებს მორიგი გოლი მოჰყვა - 58-ე წუთზე მარკუს რაშფორდის გადაცემის შემდეგ გოლი კონსამ გაიტანა და ანგარიში 3-2 გახდა.

მიუხედავად "ასტონ ვილას" არაერთი მცდელობისა, ანგარიში დარჩენილ დროში აღარ შეცვლილა.

ხვიჩა კვარაცხელიას შეფასება ანალიტიკური საიტის Flashscore-ის მიხედვით 6,9 ქულაა.

ცნობისთვის, მეოთხედფინალური მატჩის პირველი შეხვედრა, რომელიც პარიზში გაიმართა, პსჟ-ს გამარჯვებით, 3-1 დასრულდა. იმ თამაშში ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა.

იხილეთ ასევე: