ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით მატჩში, ბირმინგემის "ასტონ ვილამ" "პარი სენ-ჟერმენს" უმასპინძლა. ბირმინგემში მატჩი "ასტონ ვილამ" მოიგო ანგარიშით 3-2, თუმცა ორი მატჩის ჯამში პსჟ-მ 5:4 გაიმარჯვა და პარიზული კლუბი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ითამაშებს.
თუმცა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი უსმან დემბელე გახდა.
მედიაში მალევე გავრცელდა უჩვეულო კადრები, სადაც გაბრაზებული დემბელე ჩანდა, რომელიც უარს ამბობდა თამაშის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზე. მართალია, მან ეს ჯილდო მაინც აიღო, თუმცა როგორც ფოტოზე ხედავთ, სახე სიხარულით არ უბრწყინავს.
<blockquote class="twitter-tweet" data-media-max-width="560"><p lang="en" dir="ltr">Ousmane Dembele refused to take the POTM award after the match Vs Aston Villa. Team performance was very bad and mans is so traumatized <a href="https://twitter.com/hashtag/AVLPSG?src=hash&ref_src=twsrc%5Etfw">#AVLPSG</a> <a href="https://t.co/VNNdWlOHCY">pic.twitter.com/VNNdWlOHCY</a></p>— Jamaa Fulani (@_JamaaFulani) <a href="https://twitter.com/_JamaaFulani/status/1912266708204630254?ref_src=twsrc%5Etfw">April 15, 2025</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>
რა თქმა უნდა, გაჩნდა კითხვა, რატომ არ სურდა ფეხბურთელს ამ ჯილდოს მიღება. ფანების აზრით, უსმანმა უბრალოდ ადამიანური ქცევა გამოავლინა და არ თვლიდა თავს ამ მატჩში საუკეთესოდ.
"რიდესაც ანგარიში პირველ ტაიმში 2-1 იყო და ვიგებდით, ჩვენ გვეგონა, რომ ძალიან კარგები ვიყავით, რომ უკვე ნახევარფინალში ვართ და ყველაფერი დასრულებულია. მაგრამ ეს ჩემპიონთა ლიგაა, ნახევარფინალში უფრო მომთხოვნები უნდა ვიყოთ", - თქვა დემბელემ მატჩის შემდეგ.
მატჩის შემდეგ ასევე გავრცელდა კვარაცხელიასა და მისი მწვრთნელის, ფოტო და ვიდეო კადრები. ლუის ენრიკე და "კვარა" დემბელესგან განსხვავებით გახარებულები და ბედნიერები ჩანდნენ
ცნობისთვის, ნახევარფინალში პსჟ ნახევარფინალში რეალი-არსენალს შორის გამარჯვებულს შეხვდება. მატჩი დღეს მადრიდში, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.