ალკოჰოლის ზომიერად მიღება გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკს ამცირებს

ალკოჰოლის ზომიერად მიღება გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკს ამცირებს

კალგარის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რომ ალკოჰოლის ზომიერად მოხმარებამ, შესაძლოა, გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკი მინიმუმამდე დაიყვანოს. ბოლო 30 წლის განმავლობაში მეცნიერებმა "ბრითიშ მედიქალ ჟურნალში" გამოქვეყნებული სტატიები შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ ალკოჰოლის ზომიერად მომხმარებლების მხოლოდ 14% დაიღუპა გულ-სისხლძარღვთა დაავადებით, მაშინ, როდესაც არამსმელი ადამიანების 25% ამავე მიზეზით გარდაიცვალა.

ამავე დროს მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ალკოჰოლის ზომიერად მოხმარებას სისხლში ქოლესტერინის დონის დარეგულირებაც შეუძლია, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ თუ ზომიერებას არ დაიცავთ, ალკოჰოლს ისეთი მძიმე შედეგების მოტანა შეუძლია, როგორიცაა, ინსულტი, სისხლის წნევის მომატება და კიბოს ზოგიერთი ნაირსახეობა. 

ამიტომ მეცნიერები ადამიანებს, რომლებიც ალკოჰოლს არ სვამენ, სმის დაწყებას მაინც არ ურჩევენ: მათი თქმით, მსგავსი შედეგის მიღწევა ჯანსაღი ცხოვრების წესითაც არის შესაძლებელი.

მომზადებულია www.bbc.co.uk-ის მიხედვით.

რა საფრთხეებს შეიცავს შილაკის ხშირი კეთება და რას გირჩევთ დერმატოლოგი - "ამ პრობლემით პაციენტები ხშირად მოგვმართავენ"

ზვიგენის ქონზე დამზადებული პრეპარატები იმუნიტეტს აძლიერებს და სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებს

ვინ უფრო ჯანმრთელია - დაბალი, თუ მაღალი მამაკაცი