ავტორი:

შვილების მიერ მოკლული მიხაილ ხაჩატურიანი ძალადობრივ სექსუალურ ქმედებებში, პორნოგრაფიის წარმოებაში და ქალიშვილების დაზიანებაში ცნეს დამნაშავედ - საქმე თავდაყირა დგება: გაამართლებენ თუ არა გოგონებს? (ვიდეო)

შვილების მიერ მოკლული მიხაილ ხაჩატურიანი ძალადობრივ სექსუალურ ქმედებებში, პორნოგრაფიის წარმოებაში და ქალიშვილების დაზიანებაში ცნეს დამნაშავედ - საქმე თავდაყირა დგება: გაამართლებენ თუ არა გოგონებს? (ვიდეო)

რამდენიმე წლის წინ მსოფლიო შეძრა რუსეთში მომხდარმა საზარელმა მკვლელობამ. მედია წერდა რომ სამმა დამ საკუთარი მამა მოკლა.

მიხაილ ხაჩატურიანი, საკუთარმა ქალიშვილებმა 2018 წელს მოკლეს. მამაკაცის ცხედარი მოსკოვში, საკუთარ აპარტამენტში, კიბეზე იპოვეს, მას გულმკერდისა და კისრის არეში დანით მიყენებული ათობით ჭრილობა ჰქონდა.

  • ახლახან სასამართლომ დები ხაჩატურიანის მამას სიკვდილის შემდეგ განაჩენი გამოუტანა. მიხაილ ხაჩატურიანი დამნაშავედ ცნეს მისი ქალიშვილების მიმართ სისტემატურ ძალადობაში.

მოსკოვის ბუტირსკის რაიონულ სასამართლოში, სხდომას ესწრებოდა ორი და.

  • მოკლულ მიხაილს ბრალი წაუყენეს სამი მუხლით: ძალადობრივი სექსუალური ქმედებები, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენება ქალიშვილებისთვის და პორნოგრაფიის წარმოება.

აღსანიშნავია, რომ სასამართლოს დღევანდელმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს 2018 წლის ივლისში, მამის მკვლელობაში ბრალდებულ სამი დის მიმართ საქმის მიმდინარეობაზე.

წინასწარი ვერსიით, დების ხაჩატურიანების საქმე ახლა შეიძლება დაიხუროს, ან ისინი გაამართლონ, რადგან მათი ქმედება შესაძლოა თავდაცვად იქნეს აღიარებული.

როგორც რუსული მედია წერს, ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი პრეცედენტი იქნება ოჯახში ძალადობის საქმეების სასამართლო პრაქტიკაში. სასამართლო პირველად შეაფასებს პროცესის ყველა მონაწილის ქმედებებს - როგორც დამნაშავეს, ასევე დაზარალებულს.

გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ მიხაილი სისტემატურად ახორციელებდა ძალადობას თავის ქალიშვილებზე, რის გამოც მათ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტანჯვას აყენებდა. თავდაპირველად სასამართლომ ეს გარემოებები შემამსუბუქებლად მიიჩნია, მოგვიანებით კი საქმე ორ მსვლელობად დაიყო - ქალიშვილებისა და მამის ბრალის ცალ-ცალკე განხილვა დაიწყო.

განაჩენს მოკლული მიხაილის ნათესავები არ ეთანხმებიან. მათი თქმით, გოგონები არაფერს ნანობენ და მათ მკვლელობა დიდი ხნით ადრე ჰქონდათ დაგეგმილი.

  • სასამართლო პროცესი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა

დები ხაჩატურიანი 2018 წელს მას შემდეგ დააკავეს, რაც მამის ცხედარი ბინაში იპოვეს. მომხდარიდან რამდენიმე დღეში მოსკოვის ოსტანკინოს სასამართლომ გოგონები დააკავა, მაგრამ მოგვიანებით დები წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გაათავისუფლეს. თუმცა ისინი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან და აქვთ გარკვეული აკრძალვები.

  • ტელეგრამარხზე ვრცელდება პროცესზე მყოფი ბრალდებული დების ვიდეოები.

ისინი იქ მეგობრებთან ერთად მივიდნენ. როგორც თვითმხილველები წერდნენ, განაჩენის მოსმენის შემდეგ, დები უახლოეს პარკში წავიდნენ სასეირნოდ.

წყარო

იხილეთ ასევე: