ავტორი:

შვილების მიერ მოკლული მიხაილ ხაჩატურიანი გოგონებს აუპატიურებდა: "დედაშენის ადგილს დაიკავებ, ცოლად შეგირთავ და შვილს გამიჩენ..."

შვილების მიერ მოკლული მიხაილ ხაჩატურიანი გოგონებს აუპატიურებდა: "დედაშენის ადგილს დაიკავებ, ცოლად შეგირთავ და შვილს გამიჩენ..."

მოსკოვში, ხაჩატურიანების ოჯახში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი სკანდალური დეტალი გახდა ცნობილი - ბრიტანული გამოცემა „დეილი მეილი“ წერს, რომ სამი ქალიშვილის მიერ მოკლულ მიხაილ ხაჩატურიანს შესაძლოა, გარდაცვალების შემდეგ პედოფილიის ბრალდება წარუდგინონ.

სასტიკი მკვლელობა რუსეთის დედაქალაქში, ხაჩატურიანების სახლში გასული წლის აგვისტოში მოხდა.

პროკურატურა დების - კრისტინას, მარიასა და ანგელინას წინააღმდეგ საქმეს სავარაუდოდ, შეწყვეტს და წლების განმავლობაში შვილების წამებისა და შევიწროების გამო ბრალს გარდაცვლილ მამაკაცს წარუდგენს.

გამოცემა „მოსკოვსკი კომსომოლეც“ წერს, რომ მიხაილი შვილებს, კრისტინასა და ანგელინას მცირე ასაკიდან აუპატიურებდა. ახალი მტკიცებულებების მიხედვით, მან ერთ-ერთ ქალიშვილს განუცხადა: „შენ დედაშენის ადგილს დაიკავებ! ცოლად შეგირთავ და შვილს გამიჩენ!“

ამასთან, მამა შვილებს უბრძანებდა, მის წინ გაშიშვლებულიყვნენ, რათა კაცს ისინი „შეემოწმებინა“. გავრცელდა ფოტოც, სადაც ჩანს ანგელინას სისხლიანი სახე, რომელიც, სავარაუდოდ, მასზე თავდასხმის შემდეგ არის გადაღებული.

გოგონების თქმით, მკვლელობის დღეს მამის მანქანიდან მისი სანადირო დანა აიღეს, რათა თავდაცვის საჭიროების შემთხვევაში გამოეყენებინათ. ამავე დანით მიხაილმა მანამდე ქალიშვილი მარია და გოგონების დედა, აურელია დაჭრა, რომელიც სახლიდან გაიქცა.

სასიკვდილო თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე მიხაილმა შვილების მისამართით წიწაკის სპრეი გაუშვა. კრიტინამ, რომელსაც ასთმა აწუხებს, გონება დაკარგა, მამამ ის სააბაზანოში შეიყვანა, სამოსი გახადა და არაყი დაასხა. დის მდგომარეობით შეშინებულმა ანგელინამ და მარიამ გადაწყვიტეს, მიხაილს დანითა და ჩაქუჩით დასხმოდნენ თავს. ანგელინამ მამა დანით გულის არეში დაჭრა, მარიამ კი სასწრაფო დახმარება გამოიძახა, თუმცა მიხაილი ექიმებს უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

გასულ წელს 17, 18 და 19 წლის გოგონები ციხიდან გაათავისუფლეს.

„არაფერს ვნანობ. შეუძლებელი იყო იმისი ატანა, რასაც ჩვენ გვიკეთებდა. ციხეში უკეთესია ცხოვრება, ვიდრე მასთან ერთად. 10 წლის ასაკიდან გვცემდა, 14 წლიდან - სექსუალურად ძალადობდა,“ - აღნიშნა ანგელინამ.

გოგონების ადვოკატი, იაროსლავ პაკულინი ამბობს, რომ მიხაილისთვის გარდაცვალების შემდეგ ბრალის წარდგენა დებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

რამზან კადიროვის რეკომენდაცია ისრაელს - "ნუ აშინებთ თქვენს მოქალაქეებს არარსებული ჩეჩენი ტერორისტებით"

კორონავირუსის საწინააღმდეგო "ასტრაზენეკას" ვაქცინას სახელი შეუცვალეს - რა ჰქვია ვაქცინას ამიერიდან

ოცნების სამსახური ღვინის მოყვარულებისთვის კალიფორნიაში - "თქვენს განკარგულებაშია უფასო საცხოვრებელი, 100 000 დოლარი და უსაზღვრო რაოდენობის ღვინო“