ავტორი:

ზვიგენის სასიკვდილო თავდასხმას ისრაელში 40 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

ზვიგენის სასიკვდილო თავდასხმას ისრაელში 40 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

ისრაელის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის ინფორმაციით, ორშაბათს, ჩრდილოეთ სანაპიროებთან მოცურავეს ზვიგენი დაესხა თავს და მოკლა.

სამძებრო-სამაშველო ჯგუფებმა მოგვიანებით ცხედრის ნაშთები იპოვეს და იდენტიფიკაციისთვის სასამართლო მედიცინის ინსტიტუტს გადასცეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მოცურავეს ვინაობა ცნობილია, ის იყო ცენტრალური ისრაელში მცხოვრები 40 წლის მამაკაცი.

შემთხვევა თელ-ავივის ჩრდილოეთით დაახლოებით 40-ში, ჰადერაში მოხდა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ შოკირებული ხალხი სანაპიროზეა შეკრებილი და ყვირის.

აღსანიშნავია, რომ 1948 წლის შემდეგ, ისრაელის წყლებში ზვიგენის სასიკვდილო თავდასხმა არ დაფიქსირებულა.

წყარო

იხილეთ ასევე: