ავტორი:

როგორ აიღო ფრედი მერკურის "განდეგილმა" ცოლმა კონტროლი მის მილიონებზე - "ლეგენდის და საგანძურის დაბრუნებას ინკოგნიტოდ ცდილობს"

როგორ აიღო ფრედი მერკურის "განდეგილმა" ცოლმა კონტროლი მის მილიონებზე - "ლეგენდის და საგანძურის დაბრუნებას ინკოგნიტოდ ცდილობს"

მუსიკალური ლეგენდის გარდაცვალებიდან თითქმის 35 წლის შემდეგ, ფრედი მერკურის ოჯახმა უკან დაიბრუნა ლეგენდის ფასდაუდებელი საგანძური - თუმცა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ისინი აუქციონზე ფარულად, მისი ყოფილი საყვარლისგან შეიძინეს.

როგორც ამბობენ ვარსკვლავის დამ, ქაშმირა ბულსარამ, 3 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადა, რათა Queen-ის ფრონტმენის პირადი ნივთები ბულსარას ოჯახში დაებრუნებინათ და მომავალი თაობებისთვის შეენახა.

ფრედი მერკურის და, ქაშმირა ბულსარა

  • ფრედი მერკურის უძვირფასესი ნივთები აუქციონზე გამოიტანა ქალმა, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ, მომღერლის ქონების დიდ ნაწილს მკაცრად აკონტროლებდა.

ქალმა, რომელსაც ფრედი “ცოლს“ უწოდებდა, ლეგენდის გარდაცვალების შემდეგ მისი ქონების დიდი ნაწილი მემკვიდრეობით მიიღო.

ფრედის ყოფილმა საცოლემ მერი ოსტინმა, 1991 წელს, მომღერლის გარდაცვალების შემდეგ, მისი ქონების დიდი ნაწილი მემკვიდრეობით მიიღო. ფრედი მერკური შიდსით იყო დაავადებული და მისი ერთ-ერთი გართულებით, პნევმონიით გარდაიცვალა. დაკრძალვის შემდეგ ლეგენდის ფერფლიც კი მერი ოსტინმა გადაიბარა.

ფრედის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში, მერიმ ჯიმ ჰატონს მოსთხოვა დაეცალა კენსინგტონში მდებარე 30 მილიონი ფუნტი სტერლინგის ღირებულების გეორგიანული სტილის სასახლე. იქ ფრედი მერკური მის საყვარელ მამაკაცთან ერთად 1985 წლიდან- გარდაცვალებამდე ცხოვრობდა.

სასახლე, საიდანაც მერი ოსტინმა ფრედი მერკურის პარტნიორი გაასახლა

  • როგორც მედია წერს, ფრედის დისა და მისი ძმისშვილის - ჯამალ ზუკის გადაწყვეტილება, პოპ ვარსკვლავის ქონება აუქციონზე ანონიმურად შეესყიდათ, მეტყველებს მერისა და გარდაცვლილის ოჯახის წევრების ცივ ურთიერთობაზე.

“ქაშმირა გაბრაზებული და განაწყენებული იყო, როდესაც დაინახა, რომ მისი საყვარელი ძმის ამდენი ნივთი ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო შესაძენად. რა თქმა უნდა, ქაშმირას ესმის, თუ როგორ აღმერთებენ ფრედის მთელ მსოფლიოში, მაგრამ მას სევდის მომგვრელად მოეჩვენა, რომ ძმის ზოგიერთი სენტიმენტალური ნივთი მის საყვარელ ადამიანებთან არ იყო,“ - განუცხადა წყარომ The Sun-ს აუქციონის შესახებ.

მერი, რომელიც დღეს 74 წლისაა ძალიან ახლო ადამიანი იყო ფრედი მერკურისთვის. სწორედ ამან განაპირობა, რომ ის Queen-ის ფრონტმენის 200 მილიონი ფუნტის ოდენობის ქონების ყველაზე დიდი ბენეფიციარი გახდა. პლუს მიიღო მილიონობით სხვა ჰონორარი მომდევნო ათწლეულების განმავლობაში.

მერი ოსტინი. 2019 წლის ფოტო

გასულ წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან 187.5 მილიონი ფუნტი სტერლინგის შემოსავალი მიიღო Sony-სთან Queen-ის ჩანაწერების კატალოგის გაყიდვით.

ამასობაში, ქაშმირამ, რომელიც მასზე ექვსი წლით უმცროსი იყო, საკუთრების 25% მიიღო. როგორც ამბობენ მერის არ აქვს რეგულარული კონტაქტი Queen-ის ოჯახის წევრებთან.

  • როგორ მოახერხა მერიმ ფრედის გულის მოგება?

ყოფილი შეყვარებულები პირველად ერთმანეთს 1970 წელს შეხვდნენ, როდესაც ის ჯერ კიდევ ახალგაზრდა და უცნობი მუსიკოსი იყო. მათ მალე შეუყვარდნენ ერთმანეთი და ერთად ცხოვრება დაიწყეს. 1973 წელს დაინიშნნენ, თუმცა სამი წლის შემდეგ ფრედიმ მერის გაუმხილა, რომ ბისექსუალი იყო.

მერი და ფრედი კანონიერად არასდროს ყოფილან დაქორწინებულები, თუმცა ვარსკვლავი მას “ცოლს“ უწოდებდა.

“ჩემი საყვარლები მეკითხებიან, თუ რატომ არ შეუძლიათ მათ მერის ჩანაცვლება, მაგრამ ეს უბრალოდ შეუძლებელია... ერთადერთი მეგობარი, რომელიც მყავს არის მერი და სხვა არავინ მჭირდება. ჩემთვის ის ჩემი ქორწინების ცოლი იყო. ჩემთვის ეს ქორწინება იყო. ჩვენ ერთმანეთის გვჯერა. ეს ჩემთვის საკმარისია. ვერასდროს შევძლებ მამაკაცის ისე შეყვარებას, როგორც მერი შემიყვარდა,“ - განაცხადა ფრედი მერკურიმ ერთ-ერთ ინტერვიუში მერიზე საუბრისას. მაშინ ისინი უკვე დიდი ხნის მანძილზე ერთად აღარ ცხოვრობდნენ.

კენსინგტონის მეზობლები 74 წლის მერის “განდეგილ“ პიროვნებად აღწერენ, რომელსაც მხოლოდ თავის ძველ მერსედესში ხედავდნენ.

გასული წლის თებერვალში მერიმ სახლი, რომელშიც ფრედის გარდაცვალების შემდეგ ცხოვრობდა, 30 მილიონ ფუნტ სტერლინგად გასაყიდად გამოიტანა.

  • ძმის გარდაცვალებიდან თითქმის 35 წლის შემდეგ, როგორც ჩანს ოჯახს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, ლეგენდის ქონება დაიბრუნოს.

როგორც ამბობენ, ის წინასწარ კერძო დათვალიერებას დაესწრო, შემდეგ კი მისი სახელით Sotheby's-ზე პირადი ასისტენტი გაგზავნა, რომელმაც მომღერლის პირადი ნივთები შეიძინა.

ნათქვამია, რომ ქაშმირას მიერ შეძენილ ნივთებს შორის იყო 139 700 ფუნტ სტერლინგად ღირებული ჟილეტი, რომელზეც ფრედის ექვსი კატის სურათები იყო ამოტვიფრული.

ფრედი მერკური კატებიანი ჟილეტით

“The Sun“ ასევე იტყობინება, რომ მან 406,400 ფუნტი სტერლინგი გადაიხადა მუსიკალურ ავტომატ Wurlitzer Model 850-ში და 279,400 ფუნტი სტერლინგი Queen-ის 1974 წლის ჰიტის, Killer Queen-ის, ტექსტის რვა გვერდისთვის.

ამბობენ, რომ მან ყველაზე მეტი ფული სამხედრო ქურთუკში დახარჯა, რომელიც მისი ძმის 39-ე დაბადების დღისთვის იყო შეკერილი - 457,200 ფუნტი სტერლინგი.

სხვა გაყიდულ ნივთებს შორის იყო 22 860 ფუნტი სტერლინგის ღირებულების ლამპა, 40 640 ფუნტი სტერლინგის ღირებულების Nike-ის სვიტერი და 19 000 ფუნტი სტერლინგის ღირებულების კუბური ყინულის ვედრო.

მერიმ ადრე, 2023 წლის სექტემბერში, Sotheby's-ის აუქციონზე ფრედის 1400-ზე მეტი ნივთი გაყიდა, რომელთა საერთო ღირებულებამ 12,172,290 ფუნტი სტერლინგი შეადგინა.

2023 წელს, მერის მიერ, აუქციონზე გაყიდული ფრედის საყვარელი როიალი

წყარო

იხილეთ ასევე: