ავტორი:

ალექსანდრა პაიჭაძისა და დავით კოდუას მილანური ფოტოსესია - რა ფოტოები გაავრცელა მოდელმა?

ალექსანდრა პაიჭაძისა და დავით კოდუას მილანური ფოტოსესია - რა ფოტოები გაავრცელა მოდელმა?

მილანში საცხოვრებლად გადასული ალექსანდრა პაიჭაძე ისევ ქართული მედიის ყურადღების ცენტრშია. ამჯერად უკვე მეორედ გავრცელდა ჭორი მისი და ბიზნესმენ დავით კოდუას შერიგების შესახებ.

პირველად ერთი კვირის წინ, როდესაც წითელი "ფერარით" 12 საათი მილანიდან ბუდაპეშტში იმოგზაურეს. მაშინ ალექსანდრამ დავით კოდუას ძმის, ერეკლე კოდუას მეუღლესთან კატიკა დიდასთან ერთად ფოტოები გამოაქვეყნა. თუმცა მოდელმა კოდუასთან შერიგება უარყო.

ამჯერად, მოდელის "ინსტაგრამზე" წყვილის საერთო შვილთან მილანში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. "მან თქვა: "ჩემს სიყვარულს ვერ გაექცევი..." - წერს ალექსანდრა ოჯახურ ფოტოებზე.

მოდელს, ინფორმაციის გადასამოწმებლად მილანში კიდევ ერთხელ დავუკავშირდით:

- ალექსანდრამ ადასტურებთ დავთ კოდუასთან შერიგებას?

- არა, არ ვადასტურებ...

- ანუ არ შერიგებულხართ?

- არა, არც მაგას ვადასტურებ...

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრა პაიჭაძეს, მისი და დავით კოდუას "ლავსთორის" შესახებ რამდენიმე წლის წინ გახდა ცნობილი, როცა ალექსანდრამ საჯაროდ თქვა, რომ ბიზნესმენისგან შვილს ელოდებოდა და მათ დიდი სიყვარული აკავშირებდათ. წყვილს გოგონა შეეძინა. მშობიარობას თავად კოდუაც დაესწრო.

გასული წლის შემოდგომაზე, მოდელმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კოდუას დაშორდა, თუმცა წყვილი მას შემდეგ არაერთხელ გამოჩნდა ერთად.

"ბევრი ჭორების თავიდან აცილების მიზნით ვწერ ძვირფასებო, ჩვენ დავშორდით ოფიციალურად. მიჭირს თუმცა მადლიერებით და სრულად გაცნობიერებულად. საოცარი თავგადასავლებით სავსე ვნებათაღელვა, სიყვარული და თანაცხოვრება დასრულდა.

ვრჩებით მეგობრები სამუდამოდ და სულ ვიქნებით ერთმანეთის გულშემატკივრები. მადლობა დათუჩა ყველაფრისთვის, სიყვარულისთვის, თავგანწირვისთვის, ბედნიერებისთვის. ყველაზე კეთილი ადამიანი ხარ ვისაც ვიცნობ და მინდა უბედნიერესი იყო სიცოცხლის ბოლომდე", - წერდა ალექსანდრა გასული წლის ოქტომბერში.

წაიკითხეთ ასევე: