2025 წლის 28 აპრილს, ცენტრალური ევროპის დროით დაახლოებით 12:33 საათზე, ესპანეთსა და პორტუგალიაში მასშტაბური ელექტროენერგიის გათიშვა მოხდა. მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. მასშტაბურმა გათიშვამ ასევე იმოქმედა ანდორასა და სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთის ზოგიერთ რეგიონზე.
მომხდარმა ორივე ქვეყანაში მნიშვნელოვანი შეფერხებები და ქაოსი გამოიწვია - შეჩერდა მეტროს, რკინიგზის და აეროპორტების მუშაობა, გაითიშა ინტერნეტი, ბანკომატები და შუქნიშნები.
ესპანეთის შსს-მ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა, განაცხადა, რომ ელექტროენერგიის გათიშვის ზუსტი მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია. ადრეულ ანგარიშში პორტუგალიის ქსელის ოპერატორმა REN-მა მომხდარი დაუკავშირა ისეთ იშვიათ ფენომენს, რომელიც ცნობილია როგორც "ინდუცირებული ატმოსფერული ვიბრაცია“.
გაჩნდა ვერსია, რომ შეიძლება კიბერშეტევა ყოფილიყო, თუმცა პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა ლუის მონტენეგრომ განაცხადა, რომ კიბერშეტევის არანაირი ნიშანი არ ჩანს, თუმცა ორივე ქვეყანა კვლავ ყველა ჰიპოთეზას განიხილავს.
საინტერესოა, რომ ესპანეთის ქსელის ოპერატორმა Red Electrica-მაც (REDE.MC), ორშაბათს საღამოს მიუთითა "ენერგიის ნაკადის ძლიერ რყევაზე, რამაც გამოიწვია "გენერაციის ძალიან მნიშვნელოვანი დანაკარგი“.
გენერაციის ეს დანაკარგი გასცდა ელექტრო სისტემების მიერ დაგეგმილ ფარგლებს და ესპანეთის ელექტროგადამცემი ქსელი გაითიშა ევროპული სისტემისგან.
"რედ ელექტრიკას“ ცნობით, ამან ძაბვის დანაკარგები გამოიწვია როგორც ესპანეთის, ასევე პირინეის ნახევარკუნძულის ელექტროსისტემების მიწოდების წერტილებში. წყარო
დაუგეგმავი ელექტროენერგიის გათიშვის ყველაზე გავრცელებული მიზეზი, რომელიც ელექტროენერგიის ფართომასშტაბიან გამორთვას იწვევს, არის ექსტრემალური ამინდი, როგორიცაა შტორმი, ელვა ან ძლიერი ქარი. გათიშვა ასევე შეიძლება მოხდეს ელექტროსადგურებში, ელექტროგამანაწილებელ ხაზებში, ქვესადგურებში ან ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ან ქსელის სხვა ნაწილებში გაუმართაობის შემთხვევაში.
ესპანეთი განახლებადი ენერგიის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია ევროპაში და ორშაბათს ელექტროენერგიის გათიშვამ უკვე გამოიწვია დებატები იმის შესახებ, ხდის თუ არა მზის თუ ქარის ენერგიის მიწოდების არასტაბილურობა მის ენერგოსისტემებს უფრო დაუცველს?
როგორც უკვე ვახსენეთ, მომხდარის ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად დასახელდა "ინდუცირებული ატმოსფერული ვიბრაცია" (Induced Atmospheric Vibration) - ეს ფართოდ გამოყენებული ტერმინი არ არის, მაგრამ, სავარაუდოდ, მისი ახსნა იმ ფიზიკურ პროცესებს შეეხება, რომლებიც კლიმატის მეცნიერებმა საკმაოდ დიდი ხანია იციან.
ეს არის იშვიათი ფენომენი, რომელიც ხდება მაშინ, როდესაც ატმოსფეროში სწრაფი ცვლილებები, განსაკუთრებით ტემპერატურული ან წნევითი მერყეობა იწვევს მექანიკურ ვიბრაციებს ელექტროენერგიის გადამცემი ხაზების კონსტრუქციებში (ძირითადად მაღალი ძაბვის ხაზებში). ეს შეიძლება იყოს ექსტრემალური ამინდი, ტემპერატურის უეცარი ცვლილებები, სეისმური დარტყმითი ტალღები, მასშტაბური მზის აქტივობა...
გარდა ბუნებრივი პირობებისა, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ადამიანის მიერ, ანუ მის მიერ პროვოცირებული ისეთი მოვლენებით, როგორიცაა აფეთქებები, ზებგერითი ფრენები, რაკეტების გაშვება ან ბირთვული მოვლენები...
ვიბრაციებს შეუძლია გავლენა მოახდინოს ბგერით ტალღებზე, დაარღვიოს ატმოსფერული სტრუქტურა და გავლენა მოახდინოს ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ელექტროგადამცემ ხაზებზე. აღნიშნულს ადასტურებს NASA და HAARP-ი ერთ-ერთი კვლევა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ფენომენის გამოწვევა შეუძლია მხოლოდ ძალიან ინტენსიურ, სწრაფ მოვლენებს.
ატმოსფერული ცვლილება: მაგალითად, ცხელ და ცივ ჰაერს შორის მძლავრი შეჯახება ან სწრაფი ამინდის ცვლა იწვევს ძლიერ ტურბულენციას - ქარიშხალს ან მძლავრ ტალღებს ატმოსფეროში.
როცა ქარი რეგულარულად "უბერავს“ მაღალი ძაბვის ხაზებზე, შეიძლება წარმოქმნას ისეთი რეგულარული, განმეორებადი ზეწოლა ხაზზე, რაც მექანიკურ ვიბრაციას იწვევს - იგივე ეფექტს, რასაც ხედავთ, როცა ჰაერი უბერავს სიმებს და ისინი ვიბრირებს.
ეს ვიბრაციები გადაეცემა ხაზის საყრდენებსა და სისტემას და, გარკვეულ პირობებში, იწვევს ელექტრომაგნიტურ დისბალანსს ან სიხშირის გადახრას ელექტროენერგიის ქსელში.
თუ ქსელი ვერ უმკლავდება ამ ფიზიკურ ვიბრაციებს, შეიძლება წარმოიშვას ავარიული გათიშვები ან სინქრონიზაციის დაკარგვა სხვა რეგიონებთან დაკავშირებულ ქსელებთან.
მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები, როგორც წესი, სინქრონიზებულ რეჟიმში უნდა მუშაობდეს ევროპის მასშტაბით.
ნებისმიერი არარეგულარული ვიბრაცია ან რხევა შეიძლება გამოიწვიოს დისბალანსი სიხშირეში, რაც ავტომატურად ააქტიურებს დაცვის სისტემებს და იწვევს გათიშვას.
წაიკითხეთ ასევე: