ავტორი:

ზღვის ქორჭილა კოსმოსში - მალე მთვარეზე შესაძლოა თევზის ფერმები გაჩნდეს

ზღვის ქორჭილა კოსმოსში - მალე მთვარეზე შესაძლოა  თევზის ფერმები გაჩნდეს

ერთი შეხედვით, არაფერია განსაკუთრებული იმაში, რომ საფრანგეთში, პალავას-ლე-ფლოს გარეუბანში მდებარე პატარა სამეცნიერო ცენტრში, აკვარიუმში თევზები დაცურავენ.

თუმცა, ამ თევზებს თავისი მისია აქვთ. მათ უნდა გააჩინონ შთამომავლობა, რომლებსაც კოსმოსში გაუშვებენ.

  • სამეცნიერო პროექტი, Lunar Hatch-ი იკვლევს მთვარეზე (და შესაძლოა მარსზე) მომავალი ასტრონავტების საკვებად, სიბასის (ზღვის ქორჭილას) მოშენების შესაძლებლობას.

პროექტი ეკუთვნის საფრანგეთის ოკეანის კვლევების ეროვნული ინსტიტუტის საზღვაო ბიოლოგიის მკვლევრის, დოქტორ სირილ პრიბილას.

"თევზი ცილის შესანიშნავი წყაროა, ყველაზე უკეთ ვინელებთ, შეიცავს ომეგა 3-ს და მნიშვნელოვან B ვიტამინებს, რომლებიც ასტრონავტებს კოსმოსში კუნთოვანი მასის შესანარჩუნებლად დასჭირდებათ.

კითხვა ასეთია: როგორ შეგვიძლია საკვების წარმოება დედამიწისგან ასე შორს?“ - ამბობს ის.

მისი თქმით, ამის პასუხია კოსმოსში განაყოფიერებული ქვირითის გაგზავნა, რომლიდანაც თევზის ახალი თაობა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურამდე (ISS) მისასვლელად საჭირო დროში დაიბადება. თავდაპირველად თევზებს უბრალოდ დააკვირდებიან, შემდეგ გაყინავენ და დედამიწაზე დააბრუნებენ, თუმცა საბოლოოდ იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი მთვარეზე შექმნილ ფერმებში გაიზარდონ.

პრიბილა დარწმუნებულია, რომ თუ მსოფლიოს კოსმოსური სააგენტოები მთვარის ბაზის აშენებას გადაწყვეტენ, Lunar Hatch-ს კვირაში მინიმუმ ორჯერ შეეძლება მენიუში ზღვის ქორჭილას ჩართვა.

  • თევზის კოსმოსში გაგზავნა სიახლეს არ წარმოადგენს. პირველი "აკვა-ასტრონავტები“, რომლებიც იქ გაუშვეს, იყვნენ პაწაწინა თევზები, ცნობილი როგორც Fundulus heteroclitus, რომლებიც ორბიტაზე 1973 წელს აპოლოს ერთ-ერთი მისიის ფარგლებში გაგზავნეს.

ზებრა თევზი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) 2015 წელს გაუშვეს, რათა შეესწავლათ, თუ როგორ ატროფირდება კუნთები მიკროგრავიტაციის პირობებში. ხოლო გასული წლის აპრილში ჩინელებმა რამდენიმე ზებრა თევზი თავიანთ ტიანგონის კოსმოსურ სადგურზე გაგზავნეს. სხვადასხვა მისიებისას გადაჰყავდათ ხამანწკები, მახვილკუდა თევზები და სხვა სახეობები.

თუმცა, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც თევზი ასტრონავტებისთვის კოსმოსში საკვებ წყაროდ განიხილება.

პროექტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ საბოლოო მიზანი მთვარეზე "დახურული კვებითი ჯაჭვის“ შექმნაა განყოფილებების სერიის გამოყენებით.

"სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით, ზუსტად როდის მოხდება ეს, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ეს უახლოეს მომავალში ფერმა მთვარეზე რეალობად იქცევა“ - ამბობს პრიბილა.

წყარო

იხილეთ ასევე: