ავტორი:

"როგორ გავუმკლავდებოდი ჩემპიონთა ლიგის ელიტარულ გარემარბს, ხვიჩა კვარაცხელიას" - ლეგენდარული გერმანელი მცველის, ფილიპ ლამის სტატია

"როგორ გავუმკლავდებოდი ჩემპიონთა ლიგის ელიტარულ გარემარბს, ხვიჩა კვარაცხელიას" - ლეგენდარული გერმანელი მცველის, ფილიპ ლამის სტატია

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველი მატჩი ლონდონში, "პარი სენ-ჟერმენსა" და ლონდონის "არსენალს" შორის გაიმართა და პარიზული კლუბის გამარჯვებით, 0-1 დასრულდა.

მოედანზე განსაკუთრებით გამორჩეული იყო პსჟ-ს ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია. მატჩის ერთადერთი გოლი დემბელემ სწორედ "კვარას" საგოლე გადაცემის შედეგად გაიტანა. ანალიტიკური საიტის Flashcore-ის მიხედვით, ხვიჩას თამაში ამ მატჩი 7.9 ქულით შეფასდა.

მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე "ნიუ იორკ თაიმსმა" ლეგენდარული გერმანელი მცველის, ფილიპ ლამის სტატია გამოაქვეყნა სათაურით: "იამალი, საკა, კვარაცხელია: როგორ გავუმკლავდებოდი ჩემპიონთა ლიგის ელიტარულ გარემარბებს"

  • ვნახოთ, რას წერს სტატიაში ფილიპ ლამი კვარაცხელიას შესახებ:

"შთამბეჭდავია ის მანძილი, რომლის გავლასაც ახერხებს კვარაცხელია ბურთთან ერთად და ძალიან სახიფათოა ამ გარბენის ბოლოს. ის მთელ გუნდს რაღაცას აძლევს. ის არის საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარსკვლავი, მაგრამ ვარსკვლავობის მიუხედავად, ისეთივე შეუპოვრობით მუშაობს დაცვაში, როგორც თავდასხმაში. ის მებრძოლია, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. ეს მის ბუნებაშია. მისი ასეთი შრომა ფრენკ რიბერის მაგონებს.

"ბაიერნის" ლეგენდები - რიბერი, რობენი და ლამი

შემიძლია წარმოვიდგინო, როგორი მადლიერები არიან კვარაცხელიას თანაგუნდელები, რომ ის მათ გვერდით თამაშობს და ყოველთვის გრძნობენ, მის გვერდით ყოფნას, თამაშის ნებისმიერ მომენტში.

ბურთთან მისი მუშაობის ძალის ფაქტორი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "არსენალის" წინააღმდეგ გადამწყვეტი იქნება და ეს მიბიძგებს ვიფიქრო იმ გამოწვევებზე, რომელსაც ჩემი კარიერის განმავლობაში გერმანიის ნაკრებში და "ბაიერნში" ჩემს თანაგუნდელებთან ერთად შევხვდი. მახსოვს, 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალი არგენტინის წინააღმდეგ, როდესაც ჩვენ შევძელით ლიონელ მესის შეჩერება კოლექტიური დაცვის გზით და ნამდვილად კოსმოსური პასუხისმგებლობის აღებით

  • ჩვენ, მცველებმა ვიცოდით, რომ თუ ძალიან შორს დავდგებოდით ერთმანეთისგან ის (მესი) ისე მოგვექცეოდა, თითქოს ჯოხები ვართ და თვითონ თხილამურებით სრიალებს, მაგრამ თუ ძალიან ახლოს დავდგებოდით ერთმანეთთან, დაბნეულობა გაჩნდებოდა თუ ვისი პასუხისმგებლობა იქნებოდა მისი განეიტრალება

ვიპოვეთ საუკეთესო ბალანსი, მაგრამ ამას ბევრი ვარჯიში და ორგანიზება დასჭირდა.

კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ თამაშსაც დიდი მომზადება სჭირდებოდა, მაგრამ რონალდუ არ არის "დრიბლიატორი". მისი გამორჩეული ძლიერი მხარეები იმ დროს იყო სისწრაფე და დასრულება. მის წინააღმდეგ თამაშისას მთავარი იყო იმ სივრცის აღმოფხვრა, რომელშიც შესვლა და საბოლოო საშვის მიღება - გოლის გატანა სურდა", - წერს ფილიპ ლამი.

ცნობისთვის, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებითი შეხვედრა პსჟ-სა და არსენალს შორის პარიზში, 7 მაისს გაიმართება.

ნახეთ ასევე: