ავტორი:

“ცხოვრებაში ვალიდან ვეღარ ამოვალ... დიაბეტიანი ქალი ვარ, ამაზე ვიყავით დამოკიდებული ოჯახი“ - რას ჰყვებიან ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები

“ცხოვრებაში ვალიდან ვეღარ ამოვალ... დიაბეტიანი ქალი ვარ, ამაზე ვიყავით დამოკიდებული ოჯახი“ - რას ჰყვებიან ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები

დღეს, დილის საათებში თბილისში, ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ხანძარი “ბორჯომის ვაგზლის”ტერიტორიაზე გაჩნდა, სადაც ტანსაცმლის, ხილ-ბოსტნეულის და სხვადასხვა სახის სასაწყობე ფართებია.

ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია, შედეგად არავინ დაშავებულა. თუმცა, დაზარალებული მოვაჭრეები “ტელეკომპანია პირველთან“ აცხადებენ, რომ გასაყიდი საქონელი მთლიანად გაუნადგურდათ.

მათი თქმით, ამ დრომდე ბაზრის ადმინისტრაციას მათთან კომუნიკაცია არ ჰქონია და გაურკვევლობაში არიან.

“ცხოვრებაში ვალიდან ვეღარ ამოვალ“ - ასე უპასუხა დაზარალებულმა რეპორტიორს

“რაღა დარჩა სახურავიც აღარ არის. თოდუამდე არის დამწვარი ყველაფერი. 07:30-დან 10:30-მდე ხომ წარმოგიდგენიათ რამხელა ცეცხლი იქნებოდა... “ძეტსკი მირის“ დაზარალებული ვარ და ახლა თავისთავად, ცხოვრებაში ვალიდან ვეღარ ამოვალ.

ვინ რას გეტყვის, საერთოდ ჩანს ადმინისტრაციის წარმომადგენელი?" - აცხადებს მოვაჭრე.

“დიაბეტიანი ქალი ვარ, ამაზე ამაზე ვიყავით დამოკიდებული ყველანაირად...“

"ზარალი ძალიან დიდია შვილო, მთელი ზამთრის ტანსაცმელი ჩავკეცე, უნდა გამეტანა და ისინიც ჩამეწვა - 3 000-ის ის მქონდა. დაახლოებით 7-8 ათასის ეს იქნებოდა. დიაბეტიანი ქალი ვარ და ამაზე ამაზე ვიყავით დამოკიდებული ყველანაირად.

ეს არის გამიზნული. ხელშეკრულება გვქონდა 5 წელი კიდევ, ვვარაუდობდით რომ აქ ვყოფილიყავით. ასე გვწვავენ, არ ვაინტერესებთ, საქართველო ქართველების გარეშეო და აკეთებენ კიდეც. ამას რამდენი ვინმე გადაჰყვება? ამაზე ვიყავით დამოკიდებული მთელი ოჯახი," - განაცხადა დაზარალებულმა მოვაჭრემ, რომლის დახლიც ე.წ ბორჯომის ბაზრობაზე მდებარეობდა.

“აქედან ვინახავდი ოჯახს და პურის ფულს ვშოულობდი...“

“დაზღვევა არ მქონდა. რას ვყიდდი ახლა იმდენს, რომ დაზღვევაც მქონოდა, იქაც გადამეხადა და ხარჯებიც გამეწია? მე რუსთავიდან დავდივარ, დღეში 5 ლარი გზაში მინდა.

აქედან ვინახავდი ოჯახს და პურის ფულს ვშოულობდი. პურის ფულს ვშოულობდით და ესეც მოგვისპეს. არ რცხვენიათ? ან ცოდვის არ ეშინიათ? ასე ერთდროულად ამხელა ტერიტორია როგორ დაიწყებოდა“ - აცხადებს დაზარალებული.

იხილეთ ასევე: