გერმანელმა სტომატოლოგმა ქალმა თავისთვის და კოლეგებისთვის დეკოლტირებული კაბები შეიძინა, პაციენტებისთვის უსიამოვნო შეგრძნება რომ შეემსუბუქებინა.
41 წლის მარია კლარკოვსკის, რომელსაც მიუნხენში სტომატოლოგიური კაბინეტი აქვს, ასეთი ტიპის უნიფორმის შეძენის იდეა ლუდის ერთ-ერთ ფესტივალზე გაუჩნდა, სადაც მომსახურე პერსონალს (ქალებს) დეკოლტირებული ტრადიციული კოსტიუმი (დირნდლი) ეცვა. კლარკოვსკი ამბობს, რომ მის საქმიანობაში მთავარია, პაციენტმა მკურნალობის შიში დასძლიოს. მისი აზრით, ღრმა დეკოლტე პაციენტებს არასასიამოვნო შეგრძნებებს გაუფანტავს.
"ზოგიერთი პაციენტი ჩვენი დეკოლტეს დანახვისას პირს ფართოდ აღებს, ეს კი სწორედ ის არის, რაც სტომატოლოგს სჭირდება", - ამბობს მარია კლარკოვსკი. მისი თანამშრომელი ირწმუნება, რომ ასე ჩაცმულებს სამუშაოს შესრულებაც ეხალისებათ და, რაც მთავარია, მათი პაციენტებიც (განსაკუთრებით - მამაკაცები) კარგ გუნებაზე არიან.
ლიკა კერატიშვილი
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)