ავტორი:

50 წლის ლეონარდო დიკაპრიომ წონაში დაიკლო და თინეიჯერული ფორმა დაიბრუნა - რა კადრები გადაუღეს მას იბიცაზე პაპარაცებმა იტალიელ შეყვარებულთან ერთად

50 წლის ლეონარდო დიკაპრიომ წონაში დაიკლო და თინეიჯერული ფორმა დაიბრუნა - რა კადრები გადაუღეს მას იბიცაზე პაპარაცებმა იტალიელ შეყვარებულთან ერთად

ლეონარდო დიკაპრიომ მოულოდნელად, წონაში საგრძნობლად დაიკლო. ვარსკვლავი იბიცაზე გამოჩნდა, სადაც ის სუპერ-მოდელ შეყვარებულთან, ვიტორია ჩერეტისთან ერთად ისვენებს.

  • როგორც გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, მსახიობი ჩერეტისთან და მეგობრებთან ერთად სეირნობდა.

მოუწესრიგებელ ტანსაცმელშიც კი შესამჩნევი იყო, რომ კინოვარსკვლავმა წონაში საგრძნობლად დაიკლო.

ლეონარდო დიკაპრიო 2020 წელს

მედია წერს, რომ ლეო ამ ტრანსფორმაციას იტალიელ შეყვარებულს უნდა უმადლოდეს.

"ლეომ ადრეც დაიკლო წონაში, მაგრამ ამჯერად ეს სხვაა, რადგან კინო როლისთვის არ დაუკლიაის ჯანმრთელობას და ფორმას იბრუნებს, რომ ვიტორიას ფეხი აუწყოს.

ჩერეტი მასზე დიდ გავლენას ახდენს და ლეო ძალიან შეყვარებულია. ახლა ის მისი სამყაროს ნაწილია და აპირებს, რომ ასე გაგრძელდეს", - განაცხადა დიკაპრიოსთან დაახლოებულმა წყარომ Daily Mail-თან საუბრისას.

ინსაიდერების თქმით, ვიტორია ამ ტრანსფორმაციით ტკბება.

ამბობენ, რომ მარადმწვანე ბერბიჭა ჩერეტის მიმართ სერიოზულადაა განწყობილი.

"წინა ურთიერთობებში ის გარკვეულ წნეხს გრძნობდა, ვიტორია ყველაზე რეალური შეყვარებულია, რომელიც ლეოს ოდესმე ჰყოლია და ნამდვილად უყვარს. ორივე აფასებს იმას, რაც აქვთ. ვიტორია გაგებით ეკიდება, რომ ლეოს გრაფიკი შეიძლება შეიცვალოს და არასდროს ავლენს ეჭვიანობას", - ამბობს წყარო.

დიკაპრიომ 2014 წლის ინტერვიუში აღიარა, რომ ქალებს მის "მომთაბარე ცხოვრების წესთან" შეგუება უჭირდათ.

"ექვსი თვის განმავლობაში გადაღებებზე ყოფნა, მაროკოში ან მსგავს ადგილას ამდენი ხნით დარჩენა, ურთიერთობისთვის საუკეთესო რამ არ არის," - აღნიშნა მან.

მაგრამ, როგორც ჩანს, იტალიელ ჩერეტის, რომელიც ადრე დიჯეი მატეო მილერიზე იყო დაქორწინებული, დიკაპრიოს დატვირთული სამუშაო გრაფიკი არ აშინებს.

წყარო