ავტორი:

ამალ კლუნის შესაძლოა, შეერთებულ შტატებში შესვლა აეკრძალოს - რა სახელდება მიზეზად?

ამალ კლუნის შესაძლოა, შეერთებულ შტატებში შესვლა აეკრძალოს - რა სახელდება მიზეზად?

ამალ კლუნის შესაძლოა შეერთებულ შტატებში შესვლა აეკრძალოს — ამის მიზეზი იმ საკამათო საქმეში მონაწილეობა გახდა, რომლის გამოც საერთაშორისო სასამართლომ ნოემბერში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და ყოფილი თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის დაპატიმრების ორდენი გასცა.

  • დონალდ ტრამპმა საერთაშორისო სასამართლოს ჩინოვნიკებს, თანამშრომლებს და მათი ოჯახის წევრებს ფინანსური ჯარიმები და ვიზების შეზღუდვები დაუწესა.

საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორი კარიმ ხანი, რომელმაც პირველად მოითხოვა სასამართლოსგან ნეთანიაჰუსა და გალანტის დაპატიმრების ორდერის გაცემა, ერთადერთი პირია ამ გახმაურებული საქმიდან, რომელიც ტრამპის აღმასრულებელ გადაწყვეტილებაში არის დასახელებული.

თეთრმა სახლმა და კლუნის წარმომადგენლებმა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.

კლუნი გასულ წელს შეუერთდა საერთაშორისო იურიდიული ექსპერტების ჯგუფს, რათა შეეფასებინა ისრაელსა და ღაზაში სავარაუდო ომის დანაშაულების მტკიცებულებები.

საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ნეთანიაჰუსა და გალანტის წინააღმდეგ დაპატიმრების ორდერი ნოემბერში გასცა - მათი თქმით, არსებობდა მტკიცებულება, რომ ორივე მამაკაცმა „განზრახ და შეგნებულად წაართვა ღაზის სექტორში მშვიდობიან მოსახლეობას მათი გადარჩენისთვის აუცილებელი ნივთები“.

სასამართლომ ასევე მოითხოვა დაპატიმრების ორდერი ჰამასის სამხედრო ლიდერის, მოჰამედ დეიფის წინააღმდეგ, რომელმაც მონაწილეობა მიიღო 2023 წლის 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტის დაგეგმვაში - რის შედეგადაც, ისრაელში 1200 ადამიანი დაიღუპა.

წყარო

წაიკითხეთ ასევე: