თბილისში მოქალაქეების გადაადგილება გართულებულია

თბილისში მოქალაქეების გადაადგილება გართულებულია

სამარშრუტო ტაქსების მძღოლების გაფიცვამ თბილისში გადაადგილების პრობლემა შექმნა.

მოქალაქეთა უმრავლესობისთვის გაფიცვა მოულოდნელი იყო. მგზავრთა ნაკადის სიჭარბის გამო, გადაადგილება მუნიციპალური ავტობუსებითაც ჭირს.

უკმაყოფილო მოქალაქეების განცხადებით, მათმა უმრავლესობამ სამსახურში დააგვიანა.

მძღოლები გაფიცვის მიზეზად მერიის მიერ ჩატარებულ ტენდერს ასახელებენ.

თბილისში მოქალაქეების გადაადგილება გართულებულია, განსაკუთრებით - ვარკეთილის, მოსკოვის გამზირის, გლდანის, დიღმის, საბურთალოს მხრიდან. გადატვირთულია ავტობუსები და მეტროსადგურები.

ამასთან, სამარშრუტო ტაქსების მძღოლები მერიის მიერ ჩატარებულ ტენდერს დღეს, "ვარდების მოედანზე" საპროტესტო აქციაზე გააპროტესტებენ.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"