ალექსანდრა პაიჭაძე, უმცროს შვილთან და "რეიტინგის მამასთან" ერთად კომოზე ისვენებს. ოჯახური ფოტოები მოდელმა ამჯერადაც ინსტაგრამზე გამოაქვეყნა. "რეიტინგის მამა" დათო კოდუაა, ასე ალექსანდრამ ერთ-ერთ ფოტოზე უწოდა.
უკვე ერთი თვეა, რაც სოციალურ ქსელში პაიჭაძისა და კოდუას საერთო ფოტოები ვრცელდება. წყვილი ხან წითელი ფერარით მოგზაურობს, მილანი-ბუდაპეშტის მარშრუტით, ხანაც მილანში ღირსშესანიშნაობებს სტუმრობენ. გასული წლის ოქტომბერში დათო კოდუასთან დაშორებული ალექსანდრა, ჩვენთან ინტერვიუებში ამბობს, რომ არ შერიგებულან.
საერთო ფოტოების გამოქვეყნების შემდეგ, კიდევ ერთხელ ვცადეთ მილანში საცხოვრებლად გადასულ მოდელთან დაკავშირება. ამჯერად, ჩვენს კითხვას უკვე აღარ უპასუხა და მალევე "ინსტაგრამზე" ახალი "სთორი" გამოაქვეყნა, სადაც დათო კოდუას ტუჩებში კოცნის.
ალექსანდრა პაიჭაძეს როგორც ჩანს, მოსწონს გამომწერებზე თამაში და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში აღარ ცხოვრობს, კოდუასთან ერთად ყველაზე რეიტინგულ სახედ რჩება და ტყუილად არ ეძახის 55 წლის კოდუას „რეიტინგის მამას“.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრა პაიჭაძეს, მისი და დავით კოდუას "ლავსთორის" შესახებ რამდენიმე წლის წინ გახდა ცნობილი, როცა ალექსანდრამ საჯაროდ თქვა, რომ ბიზნესმენისგან შვილს ელოდებოდა და მათ დიდი სიყვარული აკავშირებდათ. წყვილს გოგონა შეეძინა. მშობიარობას თავად კოდუაც დაესწრო.
წაიკითხეთ ასევე: