ავტორი:

"ბავშვს არსად ვაჩენდი, რომ ჩვენი ამბავი მიხეილის ცოლამდე არ მისულიყო... როცა თავს დამესხა, ძიძამ თქვა, რომ საძილე აბები მიიღო და არაფერი გაუგია" - ხუბუტიას მეგობარი ქალის სკანდალური ინტერვიუ

"ბავშვს არსად ვაჩენდი, რომ ჩვენი ამბავი მიხეილის ცოლამდე არ მისულიყო... როცა თავს დამესხა, ძიძამ თქვა, რომ საძილე აბები მიიღო და არაფერი გაუგია" - ხუბუტიას მეგობარი ქალის სკანდალური ინტერვიუ

აპრილის ბოლოს იულია ვანი მძიმე დაზიანებებით დედაქალაქის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. ქალმა განაცხადა, რომ ის მოსკოვის ოლქის ვაჭრობის ექს-მინისტრმა მიხეილ ხუბუტიამ სასტიკად სცემა. ვანი და ხუბუტია წლების განმავლობაში ურთიერთობაში იყვნენ. მათ საერთო ქალიშვილი, ნიკოლი ჰყავთ.

იულია ვანი ჯერ კიდევ საავადმყოფოშია. ის საშუალო სიმძიმის მდგომარეობაში შეიყვანეს. მედიკოსებმა იულიას მრავლობითი დაზიანებები, ხელებისა და ფეხების ჭრილობები. ვანის თქმით მას ფეხი აქვს მოტეხილი.

საავადმყოფოს პალატაში იულია ვანმა ინტერვიუ მისცა ჟურნალისტ ქსენია სობჩაკს. ეტლში მჯდომმა ქალმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ძალიან უნდოდა დაესრულებინა მანკიერი კავშირი დაქორწინებულ ხუბუტიასთან, დაეწყო ახალი ურთიერთობა და ეცხოვრა ბედნიერად. იულიას თქმით, ხუბუტია მის გაშვებას არ აპირებდა. ბიზნესმენი მას ემუქრებოდა, აშანტაჟებდა შვილით, მანიპულირებდა მისით და დევნიდა.

"მისთვის ფული არ მითხოვია, მიუხედავად მისი მდგომარეობისა. ჩემი მეგობრებისგანაც კი ვსესხულობდი ფულს. მით უმეტეს, მაქვს ბიზნესი, რომელიც ახლა იწყებს განვითარებას. ვალები მაქვს. ყველაფერს თავად ვაკეთებდი. მათ ოჯახში არ ვერეოდი. ბავშვს არსად ვაჩენდი, რომ ღმერთმა არ ქნას, ვინმეს ენახა, ზედმეტ სიტყვას არ ვამბობდი. არ მინდოდა ეს მის ოჯახამდე, მის ცოლამდე მისულიყო, რადგან არანაირი სკანდალი არ მინდოდა", - ამბობს იულია ვანი.

თავდასხმის შემდეგ იულია ვანმა შეიტყო, რომ ძიძა, რომელიც მის შვილს უვლიდა, მიხეილ ხუბუტიასთან გარიგებული იყო. დაზარალებული ვარაუდობს, რომ სწორედ მან შეუშვა ბიზნესმენი სახლში იმ საბედისწერო ღამეს.

"მესმოდა ვიღაც სწრაფად ამოდიოდა კიბეზე. შემდეგ კი უბრალოდ ჩრდილივით შემოვიდა ჩემთან ოთახში. ჩუმად, მშვიდად. ამ დროს ვიწექი. გვერდით მომიჯდა, მომესალმა, ვკითხე რა უნდოდა ჩემგან, ვხვდებოდი, რომ არაადეკვატური იყო. შუშის თვალებით მიყურებდა, სულ მცირე, ნასვამი იყო. ვკითხე: "ნასვამი ხარ?" რაზეც მიპასუხა: "კი". ის კანკალებდა", - ჰყვება ვანი.

  • შემდეგ ხუბუტიამ ეჭვიანობის სცენა მოაწყო, როდესაც გოგონამ აღიარა, რომ ახალგაზრდა მამაკაცთან ურთიერთობდა. ვანის თქმით, ხელები გაუკავა და მოულოდნელად პატარა სანადირო ცული ამოიღო. ყვიროდა "მოგკლავ" და დარტყმა დამიწყო.

"მუხლებს ქვევით მირტყამდა, რომ ფეხები დაემტვრია. საწოლიდან გადმოსვლას ვცდილობდი, გაქცევა მინდოდა. ის მირტყამდა, მე კი ხმამაღლა შველას ვითხოვდი", - ცრემლიანი თვალებით გაიხსენა ქალმა.

იულია ვანი წინააღმდეგობას უწევდა, მაგრამ რაღაც მომენტში სრულიად გაითიშა, მიხვდა, გონებას კარგავდა. გადასარჩენად თავდამსხმელს თავი მკვდრად მოაჩვენა. ხუბუტიამ დაიჯერა, რომ ვანი ცოცხალი აღარ იყო და სახლიდან გაიქცა.

თავდასხმის დროს სახლში ძიძა იმყოფებოდა. ქალს, როგორც იულია ვარაუდობს, ესმოდა მისი ყვირილი და დახმარების თხოვნა, მაგრამ არ ჩაერია და არც კი უცდია პოლიციის გამოძახება. მოგვიანებით, როდესაც სისხლიანი ვანი მის ოთახში შევიდა, ძიძამ განაცხადა, რომ ძლიერი საძილე საშუალება მიიღო და არაფერი გაუგია. ასევე, დრო გააჭიანურა იულიასთვის სასწრაფო დახმარების გამოძახებისას.

ძიძა რამდენიმე დღის წინ მშობლიურ ბელარუსში გაემგზავრა. გამგზავრებამდე კარგად გარეცხა ის ადგილები, სადაც სისხლი იყო, რითაც გაანადგურა მტკიცებულებები

იულია ვანმა ასევე განაცხადა, რომ დანაშაულის ადგილზე პოლიციას არანაირი საგამოძიებო მოქმედება არ ჩაუტარებია. დანაშაულის კვალის დაფიქსირება არ მომხდარა. უფრო მეტიც, 25 აპრილს მომხდარ თავდასხმის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე ჯერ კიდევ არ არის აღძრული.

რა არის ცნობილი ხუბუტია-ვანის ურთიერთობაზე

იულია ვანი 29 წლისაა, მიხეილ ხუბუტია 58 წლის. ქალი როსტოვის ოლქის ქალაქ მოროზოვსკში დაიბადა. დაამთავრა კოლეჯის დასრულების შემდეგ, 22 წლის ასაკში გადაწყვიტა მოსკოვის დაპყრობა. დედაქალაქმა ვანი გაშლილი ხელებით არ მიიღო. თავდაპირველად ის ჰოსტელში ცხოვრობდა და სილამაზის სალონში ადმინისტრატორად და მოდელად მუშაობდა. ერთხელ მეგობარმა იულიას შესთავაზა გაეცნო კარგი, წარმატებული და გავლენიანი მამაკაცი - ბიზნესმენი მიხეილ ხუბუტია. მეგობარმა ვანი მიიყვანა რესტორანში, რომელიც მეწარმეს ეკუთვნოდა. ხუბუტია და ვანი მაშინვე მოეწონათ ერთმანეთს.

"მიხეილმა წამიყვანა ცუმ-ში და 700 ათასი რუბლი გადაიხადა, რომ ჩემთვის ლამაზი ტანსაცმელი ეყიდა. მიგზავნიდა ყვავილების თაიგულებს, დავდიოდით რესტორნებში. მაშინვე გადამიყვანა აპარტამენტებში. ძალიან ღირსეულად იქცეოდა", - განაცხადა იულია ვანმ.

რომანის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ, ვანის თქმით, ხუბუტიამ მას სტუდიოს ტიპის ბინა აჩუქა, სუხარევსკაიას მეტროსთან ახლოს. ამ საჩუქარმა თავბრუ დაახვია პროვინციელ იულიას. ის ტიროდა ბინის საბუთებზე ხელის მოწერისას - იმდენად მადლიერი იყო გულუხვი თაყვანისმცემლის.

იულია ვანმა იცოდა, რომ მიხეილ ხუბუტია დაქორწინებული იყო. ბიზნესმენს არ დაუმალავს თავისი ოჯახური მდგომარეობა. ქალი არ აპირებდა მასთან სერიოზული ურთიერთობის დაწყებას, ამიტომ ადვილად დახუჭა თვალი რჩეულის არათავისუფალ სტატუსზე.

"შემდეგ, პროცესში მივხვდი, რომ დაქორწინებული მამაკაცი ტაბუა. ეს არ შეიძლება. მთელ ქვეყანას მინდა ვუთხრა: "გოგოებო, სხვის უბედურებაზე ბედნიერებას ვერ ააწყობთ. არასოდეს შეხვდეთ დაქორწინებულ მამაკაცებს. ღმერთი ამისთვის დაგსჯით. ეს კარმა თქვენთან მოვა. არ არის საჭირო ამ სამკუთხედში შესვლა, რადგან იქ ყოველთვის მესამე იქნებით. თქვენ არასოდეს იქნებით მთავარი. ეს გაანადგურებს თქვენს ფსიქიკას და მთლიანად თქვენს ცხოვრებას", - ტირის ინტერვიუში იულია ვანი.

წაიკითხეთ ასევე: