ავტორი:

მუშაობს თუ არა კარმა? -  რისი სჯერათ ადამიანებს: ახალი კვლევა

მუშაობს თუ არა კარმა? -  რისი სჯერათ ადამიანებს: ახალი კვლევა

როდესაც საქმე კარმას ეხება, ადამიანების უმეტესობა თვლის, რომ სამყარო მათი პირადი მხარდამჭერი და მკაცრი მსაჯულია.

ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის ჟურნალში 1 მაისს აღნიშნულთან დაკავშირებით ახალი კვლევა გამოქვეყნდა. მკვლევრებმა 2000-ზე მეტ ადამიანს სთხოვეს, დაეწერათ კარმასთან დაკავშირებული საკუთარი გამოცდილება.

  • სჯეროდათ თუ არა იმის, რომ კარგი საქმეები ჯილდოვდება, ხოლო ცუდი საქმეები ისჯება?

გამოკითხვამ აჩვენა, რომ ადამიანების უმეტესობას სჯერა კარმის და სიკეთის კეთების სანაცვლოდ, მათ უკან სიკეთე დაუბრუნდათ. ხოლო - ვინც არასწორი გადაწყვეტილებები მიიღო და სხვას ავნო, პირველ რიგში საკუთარი თავი დაისაჯა.

  1. როდესაც მონაწილეებმა საკუთარი გამოცდილება დაწერეს, 59%-მა მოყვა ისტორიები იმის შესახებ, თუ როგორ დაჯილდოვდნენ სიკეთის კეთებისთვის.
  2. გამოკითხულთა 92%-მა მოყვა, თუ როგორ ცუდად გაგრძელდა მათი ორგული პარტნიორების ცხოვრება.

„კარმაზე ფიქრი ადამიანებს საშუალებას აძლევს, აიღონ პირადი პასუხისმგებლობა და იამაყონ იმ კარგი მოვლენებით, რაც მათ თავს ხდება. მაშინაც კი, როდესაც ბოლომდე ნათელი არ არის, თუ რა გააკეთეს წარმატებისთვის. მაგრამ ეს ასევე საშუალებას აძლევს ადამიანებს, სხვების ტანჯვა გამართლებულ შურისძიებად აღიქვან,“ - განაცხადა კვლევის უფროსმა ავტორმა სინდელ უაითმა.

„ეს დასკვნები გვიქმნის წარმოდგენას იმის შესახებ, თუ როგორ განსჯის ჩვენი გონება საკუთარ თავსა და სხვებს“, - თქვა ტორონტოს იორკის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, რომელიც ფსიქოლოგიური მოტივაციისა და სულიერების ურთიერთქმედებას სწავლობს, უაითმა.

  • „მე ვიცნობდი ერთ ბიჭს, რომელიც ყოველთვის უხეში და სასტიკი იყო ყველას მიმართ; მთელი ცხოვრების განმავლობაში არასდროს არაფერი კარგი გაუკეთებია. მას კიბოს დიაგნოზი დაუსვეს და უბრალოდ ვერ შევიკავე თავი და ვიფიქრე, რომ ეს კარმა იყო“, - დაწერა ერთ-ერთმა გამოკითხულმა.

მკვლევრები ამტკიცებენ, რომ კარმის არსებობა და მისი რწმენა თვითშეფასების ამაღლებას ემსახურება, რაც ადამიანებს ცხოვრებაში სირთულეების დაძლევაში ეხმარება.

„ძალიან მაცდურია გქონდეს ახსნა, თუ რატომ ემართებათ ზოგიერთ ადამიანს კარგი რამ და სხვებს ცუდი რამ... ვფიქრობ, კარმა ნამდვილად კარგად შეფუთული გზაა, რომელმაც შესაძლოა თავისი ადგილი იპოვა რელიგიასა და სხვა რწმენის სისტემებში,“ - აცხადებს კვლევის ერთ-ერთი ავტორი და ფსიქოლოგი უაითი.

წყარო

იხილეთ ასევე: