ავტორი:

"ბავშვს ცოცხალს ვერავინ მოუსწრო, ყველაფერი საბედისწეროდ სწრაფად მოხდა" - ახალციხის ტრაგედიის დეტალები

"ბავშვს ცოცხალს ვერავინ მოუსწრო, ყველაფერი საბედისწეროდ სწრაფად მოხდა" - ახალციხის ტრაგედიის დეტალები

ტრაგედია დატრიალდა ახალციხეში, სადაც კერძო ბაგა-ბაღში ორი წლის ბავშვი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვს ეძინა, როდესაც აღმზრდელმა დახედა და გარდაცვლილი დახვდა.

  • ტრაგედიის მიზეზის დადგენაზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ფაქტზე გამოძიება სსკ 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ადგილობრივი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, ფაქტის შესახებ საუბრობს.

- მოხდა ძალიან დიდი ტრაგედია, რისი გადმოცემა სიტყვებით შეუძლებელია. ორი წლის ბავშვის ამ ქვეყნიდან წასვლა არის უმძიმესი ამბავი. რომ იტყვიან, ყველა გულგაპობილები ვართ, ვინც ამ ბავშვის მშობლებს ან ამ ბაგა-ბაღის აღმზრდელებს თუნდაც შორიდან იცნობს. ასეთ ტრაგედიაზე ლაპარაკიც კი ძალიან მძიმეა.

იმედია ამ ტრაგედიაში წინასწარ არავის დაადანაშაულებენ. აღნიშნულ ბაგა-ბაღი თითქმის 10 წელიწადია მუშაობს ახალციხეში და ამდენ ხანს ვერ იმუშავებდა, გაუფრთხილებელი აღმზრდელები რომ ჰყავდეს.

ერთხანს ონკოლოგიურად დაავადებული ბავშვიც კი დაჰყავდათ ამ ბაგა-ბაღში. ცხადია, არ მიიყვანდნენ, გაუფრთხილებლობის რაიმე ნიუანსი რომ დაფიქსირებულიყო...წაიკითხეთ სრულად

ნახეთ ასევე: