ორშაბათს საღამოს ნიუ-იორკში, მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში ყოველწლიური Met Gala გაიხსნა, რომელიც შავკანიანთა ისტორიას, კულტურასა და სტილს მიეძღვნა.
მოდის სამყაროში, წლის ყველაზე მნიშვნელოვანი საღამოს განწყობა ვერც წვიმამ გააფუჭა. მეტროპოლიტენ ოპერის ლეგენდარულ ლურჯ ხალიჩით მოპირკეთებულ კიბეებზე სპორტის, ხელოვნებისა და გართობის სფეროს ცნობილ წარმომადგენლებთან ერთად ავიდნენ დიზაინერები, მოდელები, სტილისტები და მსოფლიოს ვარსკვლავები.
საღამოს დრეს-კოდი იყო “Tailored for You,” რომელიც შავკანიანი დენდიზმის ისტორიას ეძღვნებოდა. ბევრი სტუმარი ღონისძიებაზე გამორჩეული კოსტიუმით მივიდა, რომლებიც პოპულარული იყო აფროამერიკელ მამაკაცებში 1940-იან წლებში.
მაყურებელი გაოგნებული დარჩა, როდესაც აღმოაჩინეს, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავმა თმა ძალიან მოკლედ შეიჭრა.
კიდმანმა კაბას, რომელშიც ზურგი მთლიანად უჩანდა, მოკლედ შეჭრილი, უკან გადავარცხნილი სტილი შეუფერა.
კაბა წელზე და თეძოებზე დეკორატიული ქამრებით იყო შეკრული, შავი ხელთათმანები აქსესუარის როლს ასრულებდა.
ფოტოები ავსტრალიელმა სუპერვარსკვლავმა თავის Instagram-ის სთორიში გააზიარა.
„მშვენიერი ღამე ნიუ-იორკში“, - დაწერა ნიკოლმა ფოტოზე და სმაილიკი დაამატა.
როგორც ჩანს, ეს წელი ავსტრალიელი ვარსკვლავისთვის ტრანსფორმაციის წელი იყო, რადგან მან წლის დასაწყისში უკვე გააოცა გულშემატკივრები. სერიალ „ცხრა იდეალური უცხოს“ მეორე სეზონისთვის, მან დრამატული ტრანსფორმაცია განიცადა.
ოსკარის მფლობელი მსახიობი, რომელიც ცნობილია თავისი მარადიული სილამაზითა და დამახასიათებელი წითური ვარცხნილობით, ახლახან გამოქვეყნებულ სარეკლამო ფოტოებზე ძნელად ამოსაცნობი იყო. მან პერსონაჟის სათამაშოდ იმიჯის რადიკალურად შეცვლა მოუწია. სწორედ ამიტომ უარი თქვა თავის საფირმო კულულებზე.
ოთხი შვილის დედას, რომელიც მუდმივად მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობებს შორისაა, ყოფილ ქმართან, ტომ კრუზთან, ორი აყვანილი შვილი - ბელა და კონორი ჰყავს.
მას ასევე ჰყავს ორი მოზარდი ქალიშვილი, სანდეი როუზი და ფეით მარგარეტი, ქმართან - კიტ ურბანთან.
იხილეთ ასევე: