ავტორი:

რა უახლოესი ცნობები ვრცელდება ინდოეთ-პაკისტანის კონფლიქტზე? - ქვეყნები მასშტაბური ომის ზღვარზე, ბრძოლა ქიშმირისთვის და ბირთვული საფრთხე

რა უახლოესი ცნობები ვრცელდება ინდოეთ-პაკისტანის კონფლიქტზე? - ქვეყნები მასშტაბური ომის ზღვარზე, ბრძოლა ქიშმირისთვის და ბირთვული საფრთხე
  • ფოტოზე: ქაშმირის პაკისტანის მიერ ადმინისტრირებული ნაწილი

ინდოეთსა და პაკისტანს შორის მდგომარეობა მასშტაბური ომის ზღვარზეა - წუხელ ინდოეთმა საჰაერო დარტყმები განახორციელა პაკისტანსა და პაკისტანის მიერ ადმინისტრირებულ ქაშმირში. ინდოეთის განცხადებით, ოპერაცია "სინდური" მიზნად ისახავდა ცხრა "ტერორისტული ინფრასტრუქტურის" ობიექტის განადგურებას, რაც იყო პასუხი გასულ თვეს ქაშმირში, კერძოდ, ფაჰალგამში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმაზე, რომელმაც 26 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ინდოეთმა განაცხადა, რომ მისი შვიდი სამიზნე იყო ბანაკები, რომლებსაც იყენებდნენ "ლაშქარ-ე-თაიბა“ და "ჯაიშ-ე-მოჰამედი“ - ორივე ისლამისტური დაჯგუფება გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ "ტერორისტულ“ ორგანიზაციებად არის მიჩნეული.

პაკისტანმა განაცხადა, რომ ინდოეთის დარტყმების შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა და 46 დაშავდა.

ოფიციალურმა ისლამაბადმა ინდოეთის ქმედებები "ომის აქტად" მოიხსენია და განაცხადა, რომ ხუთი ინდური გამანადგურებელი ჩამოაგდეს.

ქვეყნებს შორის ფაქტობრივი საზღვრის გასწვრივ საარტილერიო ცეცხლმა ორივე მხარეს სამოქალაქო მსხვერპლი გამოიწვია. ბოლო ინფორმაციით, ინდოეთის მიერ ადმინისტრირებულ ქაშმირში 10 ადამიანი დაიღუპა.

გლობალურმა ლიდერებმა, მათ შორის გაეროს, აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის წარმომადგენლებმა, მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდეს. მიუხედავად ამისა, სიტუაცია კვლავ დაძაბულია და შემდგომი ესკალაციის რისკი მაღალია. რეგიონში დაძაბულობა იზრდება, საფრთხე განსაკუთრებით მძაფრია იმის გათვალისწინებით, რომ ინდოეთიც და პაკისტანიც ბირთვული სახელმწიფოებია.

პაკისტანი წარმომადგენელმა სამხედრო პირმა განაცხადა, რომ თუ მათ სახელმწიფოებრიობას საფრთხე დაემუქრება, ისინი მზად არიან გამოიყენონ ბირთვული იარაღიც.

ფოტოზე მოხალისეები, პაკისტანის მიერ კონტროლირებად ქაშმირში, მუზაფარაბადთან ახლოს მდებარე მეჩეთის ნანგრევებიდან ცხედრის ამოღების შემდეგ

  • კონფლიქტის ისტორია

ინდოეთ-პაკისტანის დაძაბული ურთიერთობა 1947 წელს რეგიონიდან ინგლისის წასვლის და "ბრიტანეთის ინდოეთის" გაყოფის შემდეგ დაიწყო. მას შემდეგ, ორი ქვეყანა ოთხჯერ ომობდა: 1947-48, 1965, 1971 და 1999 წლებში. აღსანიშნავია, რომ 1971 წლის ომის დროს, აღმოსავლეთ პაკისტანის - ბანგლადეშის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში ინდოეთმა სწორედ აჯანყებულების მხარე დაიჭირა, რის შედეგადაც პაკისტანი ორად გაიყო.

2019 წელს ინდოეთის ჯამუსა და ქაშმირის რეგიონში ინდოელ პოლიციელებზე განხორციელდა ტერორისტული აქტი, რასაც 45 პოლიციელი შეეწირა და ინდოეთმაც საპასუხო საჰაერო დარტყმები განახორციელა "ჯაიშ-ე-მუჰამადის“ ტერორისტული დაჯგუფების ბანაკზე, რომელიც პაკისტანის მიერ კონტროლირებად ქაშმირის ნაწილში იყო განთავსებული.

საპასუხოდ პაკისტანის ავიაციამ ქაშმირში ინდოეთის არმიის სამხედრო ობიექტები დაბომბა, რასაც მოჰყვა საჰაერო ორთაბრძოლები ინდოეთისა და პაკისტანის რეაქტიული გამანადგურებლების გამოყენებით.

მაშინ მსოფლიო ძალიან მიუახლოვდა ბირთვული ომის დაწყების საფრთხეს, რადგან ინდოეთსაც და პაკისტანსაც უკვე საკმაოდ ჰქონდათ დაგროვებული იმ რაოდენობის ბირთვული იარაღი, რომელიც სრულიად საკმარისი გახლდათ ამ ორივე სახელმწიფოს გასანადგურებლად და მეზობელ ქვეყნებსაც თან "წაიყოლიებდნენ“, თუმცა იმჟამად ამის თავიდან აცილება მოხერხდა.

  • რატომ იბრძვიან ქვეყნები ქაშმირისთვის?

კონფლიქტის მთავარი მიზეზი ქაშმირის რეგიონია, რომელსაც. ორივე ქვეყანა მას მთლიანად თავის ნაწილად, თუმცა, ამ ეტაპზე ის გაყოფილია სამხრეთ მდებარე, უფრო დიდი ნაწილს - ჯამუ და ქაშმირს აკონტროლებს ინდოეთი, ჩრდილოეთს პაკისტანი, ტერიტორიის მცირე ნაწილზე კი ვრცელდება ჩინეთის კონტროლი, რომელიც პაკისტანის მოკავშირედ მიიჩნევა.

ქაშმირი - ინდოსტანის ნახევარკუნძულის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სადავო ტერიტორია - ჰიმალაის მთებში მდებარე ისტორიული სამთავრო. ქაშმირის გაყოფა არ არის ოფიციალურ დონეზე დადასტურებული, იგი წარმოადგენს მუდმივ დაძაბულობის კერას ინდოეთსა და პაკისტანს შორის.

მას ჩრდილოეთიდან ავღანეთი, აღმოსავლეთიდან ჩინეთი, სამხრეთიდან ინდოეთი და დასავლეთიდან პაკისტანი ესაზღვრება.

ეს არის პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონი სამხრეთ აზიაში, მისი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა განაპირობებს მის მიმართ ასეთ დიდი ინტერესებს.

ეს უპირველესად არის წყლის რესურსები, სწორედ ქაშმირის ტერიტორიაზე მიედნება მდინარე ინდი, რომელსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს განსაკუთრებით პაკისტანისთვის, შესაბამისად, მასზე კონტროლი ინდოეთის დიდ ბერკეტს აძლევს.

ასევე ქაშმირს აქვს სტრატეგიული მდებარეობა, ის განლაგებულია 4 ქვეყნის მიჯნაზე, შესაბამისად, მასზე კონტროლი დიდ გეოპოლიტიკურ ბენეფიტებს ნიშნავს.

აღსანიშნავია, რომ ინდოეთსა და პაკისტანს ქაშმირი საკუთარი ეროვნული იდეის ნაწილად მიაჩნიათ. ინდოეთისთვის ეს ერთიანი სახელმწიფოს სიმბოლოა, პაკისტანი კი მასზე კონტროლს მუსლიმი მოსახლეობის უფლებების დაცვად განიხილავს.

იხილეთ ასევე: