ჟურნალმა "ოჯახის მკურნალმა” მკითხველს მეტად საინტერესო სიახლე შესთავაზა - პოპულარულ ენაზე დაწერილი სამედიცინო წიგნების სერია "იცნობდე, რათა დაამარცხო”. ამ სერიის პირველი წიგნი - "ყველაფერი შაქრიანი დიაბეტის შესახებ” - უკვე იყიდება ჟურნალის ახალ ნომერთან ერთად. წიგნის ფასია 1,5 ლარი, ხოლო ჟურნალთან ერთად 2,5 ლარი ღირს. სერიის მომდევნო თემები იქნება:
#2 -ყველაფერი წნევის შესახებ,
#3 -ყველაფერი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შესახებ,
#4 -ყველაფერი ალერგიის შესახებ. . .
ახალი წიგნის შეძენა მკითხველს ჟურნალის ნომერთან ერთად თვეში ერთხელ შეეძლება.
წიგნებში ამომწურავი და სასარგებლო ინფორმაციაა სხვადასხვა დაავადებებსა და მათ მკურნალობაზე. თითოეული წიგნის წაკითხვის შემდეგ მკითხველი უკეთ გაიცნობს პათოლოგიას, რომელიც მას ან მის ახლობლებს აწუხებს, რაკი უკეთ გაიცნობს, ისწავლის მასთან ბრძოლის ხერხებს და დაამარცხებს კიდეც.
წიგნების ეს სერია საუკეთესო საჩუქარი იქნება მათთვის, ვისთვისაც ძვირფასია ჯანმთელობა და ვისაც სურს, გონივრულად მართოს ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიური პროცესები.