ავტორი:

რატომ აცვია რომის პაპს წითელი ფეხსაცმელები, იღებს თუ არა ხელფასს და სხვა “უხერხული“ კითხვები პონტიფიკზე

რატომ აცვია რომის პაპს წითელი ფეხსაცმელები, იღებს თუ არა ხელფასს და სხვა “უხერხული“ კითხვები პონტიფიკზე

რომის-კათოლიკური ეკლესიის პრელატებმა (კათოლიკური ეკლესიის უმაღლესი სასულიერო პირების წოდება) აირჩიეს ახალი ლიდერი, რომელიც წმინდა ტახტზე გარდაცვლილ პაპ ფრანცისკეს შეცვლის.

საზოგადოებისთვის ძირითადად საინტერესო იყო ორი რამ: კონკრეტულად სადაურია რომის ახალი არქიეპისკოპოსი და გააგრძელებს თუ არა იგი თავისი წინამორბედის შედარებით ლიბერალურ კურსს. თუმცა, არსებობს ბევრი სხვა კითხვა, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს და ბევრს უხერხულად ეჩვენება ამაზე ხმამაღლა საუბარი.

  • რა არის რომის პაპის ფუნქცია?

პაპი არის დაახლოებით 1.4 მილიარდზე მეტი მართლმადიდებელი კათოლიკის სულიერი ლიდერი. ბიბლიური ტრადიციის თანახმად, პაპი არის წმინდა მოციქულ პეტრეს მემკვიდრე.

ქრისტიანული სწავლებით, იესო ღვთის ძეა, წმინდა პეტრე კი 12 მოციქულთაგან ერთ-ერთი, ანუ იესოს მოწაფე და მიმდევარი იყო, რომელმაც მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ პირველმა ჩაიბარა რომის საეკლესიო ტახტი. კათოლიკეები მიიჩნევენ, რომ ეს პაპს აქცევს იესოს პირდაპირ სულიერ მემკვიდრედ და, შესაბამისად, სულიერი ხელმძღვანელობის მთავარ წყაროდ.

ტრადიციის მიხედვით, პაპი ხელმძღვანელობს ყველა მთავარი ქრისტიანული დღესასწაულისადმი მიძღვნილ რელიგიურ ცერემონიებს, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანს - შობასა და აღდგომას.

ქვეყნის საყოფაცხოვრებო საქმეების მოსაგვარებლად წმინდა ტახტის წინამძღოლს ჰყავს პერსონალი — მონაზვნები, რომლებიც უძღვებიან პაპის შინაურ საქმეს, ამზადებენ საჭმელს და ასუფთავებენ საცხოვრებელს. თუ თვითონ ისურვებს, მას ასევე შეიძლება ჰყავდეს პირადი კამერდინერი ან მოახლე.

პაპს ასევე ჰყავს ტექსტის მომზადების სპეციალისტები - სპიჩრაიტერთა საკუთარი გუნდი.

ეკლესიის მეთაურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვალეობაა ის, რომ არანაკლებ ხუთ წელიწადში ერთხელ პირადად შეხვდეს ყველა ეპისკოპოსს, რომელთა რაოდენობა 5,000-ს აღემატება. ეს ნიშნავს დაახლოებით 1,000 აუდიენციას წელიწადში, დაახლოებით 20-ს ყოველ კვირას.

დღესდღეობით პაპის მოვალეობებში ასევე შედის მრავალი საერთაშორისო ვიზიტი.

  • შეიძლება თუ არა პაპი იყოს დაქორწინებული?

ისტორიაში არსებობდნენ შემთხვევები, როდესაც წმინდა ტახტს თავმჯდომარეობდა დაქორწინებული მამაკაცი. თუმცა, დღევანდელ დღეს, რომ კონკლავმა ეკლესიის მეთაურად დაქორწინებული მამაკაცი აირჩიოს, შანსი ნულამდეა შემცირებული.

ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ პაპა სილვერიუსი (რომელიც ეკლესიას 536-537 წლებში ხელმძღვანელობდა) რეალურად იყო მისი წინამორბედის, პაპა ჰორმიზდის (514-523 წლები) შვილი. ხოლო პაპა ადრიან II-მ (867-872 წლები) არჩევის შემდეგ, ლათერანის სასახლეში თავისი ცოლი და შვილი მიიყვანა.

არსებობს დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ ბევრი პაპი არაოფიციალურ ურთიერთობაში იყო წმინდა ტახტზე ყოფნის დროსაც კი.

  • შეიძლება თუ არა, რომ დაქორწინებული მამაკაცი გახდეს პაპი მომავალში?

თეორიულად, კათოლიკური ეკლესიის მეთაურად შეიძლება გახდეს ნებისმიერი კათოლიკე მამაკაცი.

დღესდღეობით, არც ერთი კარდინალი, რომელიც კონკლავში მონაწილეობს, არ არის დაქორწინებული, რადგან კათოლიკე მღვდლები, როგორც წესი, თავიანთ ხელდასმაზე დებენ პირობას, რომ უცოლოები იქნებიან.

  • იღებს თუ არა პაპი ხელფასს?

მედიაში რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პაპა ფრანცისკე თავის ხელფასს საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადასცემდა.

თუმცა, 2021 წელს ვატიკანმა სცადა შეეჩერებინა მსგავსი სპეკულაციები და ოფიციალურად განაცხადა, რომ „პაპა ფრანცისკე არ იღებდა ხელფასს“.

პაპა ფრანცისკემ თავისი არჩევის შემდეგ უარი თქვა რამდენიმე პრივილეგიაზე, რომელიც პონტიფიკოს ეკუთვნოდა. მაგალითად, ის არ დასახლდა ვატიკანში მდებარე მდიდრულ პაპის აპარტამენტებში, არამედ გადავიდა სახლში, სადაც ადრე ვატიკანური ადმინისტრაცია დროებით მასპინძლობდა წმინდა ტახტის სტუმრებს.

  • რამდენი ხნით ირჩევენ ახალ პაპს?

უმრავლესობა პონტიფიკოებისა, რომის კათოლიკურ ეკლესიას გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობენ.

თუმცა არის გამონაკლისებიც - საკუთარი სურვილით გადადგა ბენედიქტე XVI; 1415 წელს რომის ტახტიდან გადადგა გრიგორი XII, ხოლო 1294 წელს წავიდა პაპა ცელესტინ V.

  • როგორ უნდა გახდე რომის პაპი?

როგორც აღნიშნავს გამოცემა Catholic Online, კანონიკური უფლებების თანახმად, პონტიფიკად შეიძლება აირჩეს ნებისმიერი პირი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ნებისმიერი მოქმედი, მონათლული კათოლიკე მამაკაცი - მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 500 წელზე მეტი ხნის განმავლობაში პაპს ირჩევენ მხოლოდ კარდინალებს შორის, თეორიულად, ეკლესიის მეთაურად შეიძლება აირჩეს ნებისმიერი კათოლიკე მღვდელი.

რიგი ექსპერტები ასევე ამატებენ, რომ არაოფიციალურად, მომავალ პაპზე კიდევ ერთი მოთხოვნა არსებობს: იგი უნდა იყოს კარგი და მშვიდობისმოყვარე ადამიანი.

  • რატომ ატარებს პაპი წითელ ფეხსაცმელს?

კათოლიკურ ტრადიციაში წითელი ფერი ქრისტეს მიწიერ სიმდაბლეს - მის განსაცდელებს, დაპატიმრებას, სასამართლოსა და ჯვარცმის სიმბოლოა.

თუმცა გამონაკლისები აქაც არსებობს - მაგალითად, პაპა იოანე პავლე II დრო და დრო ატარებდა მარმარილოსფერ ფეხსაცმელებს. ხოლო ამერიკულმა ჟურნალმა Esquire დაწერა, რომ ზოგჯერ ის „ყავისფერ ლოფერებს“ ირჩევდა.

წყარო

იხილეთ ასევე: