პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი რობერტ ფიცოს აკრიტიკებს, რომელიც მოსკოვში ჩავიდა და მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმს დაესწრო, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
ცნობისთვის, გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად მსოფლიოს რამდენიმე ლიდერი ესწრება, მათ შორის ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი ბრაზილიის პრეზიდენტი, ლუის ინასიუ ლულა და სილვა, სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო - ერთადერთი ლიდერი ევროკავშირის ქვეყნებიდან, რომელიც რუსეთში ჩავიდა.
წაიკითხეთ ასევე: