პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი პაკისტანის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
პაკისტანის შეიარაღებული ძალების ცნობით, არმიამ „ინდოეთის ბოლოდროინდელ აგრესიას“ უპასუხა.
სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე პაკისტანმა განაცხადა, რომ ინდოეთმა ქვეყნის სამხედრო საჰაერო ბაზებს დაარტყა.
პაკისტანის არმიის განცხადებით, ოპერაცია „გაუვალი კედელის“ ფარგლებში, დარტყმები ინდოეთის პათანკოტის აეროდრომსა და უდამპურის საჰაერო ბაზაზე განახორციელა.
ასევე, პაკისტანის არმიაში აღნიშნეს, რომ ინდოეთის საჰაერო ძალების ბაზები დაბომბეს, საიდანაც, სავარაუდოდ, ინდოეთმა პაკისტანის ტერიტორიაზე სარაკეტო იერიშები მიიტანა.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მარკო რუბიომ მხარეებს „კონსტრუქციული მოლაპარაკებების დასაწყებად აშშ-ს დახმარება შესთავაზა“.
იხილეთ ასევე: