ავტორი:

ხუბუტია ჰყვება, ოჯახის პარალელურად მენეჯერები ესკორტ გოგონებს როგორ ურჩევენ - რას ამბობ ქალზე, რომელიც მას მკვლელობის მცდელობაში სდებს ბრალს? - "10 ღამე, 3 გასვლა და მილიონი თვეში"

ხუბუტია ჰყვება, ოჯახის პარალელურად მენეჯერები ესკორტ გოგონებს როგორ ურჩევენ - რას ამბობ ქალზე, რომელიც მას მკვლელობის მცდელობაში სდებს ბრალს? - "10 ღამე, 3 გასვლა და მილიონი თვეში"

რუსული მედია, იულია ვანისა და ვაჭრობის ყოფილ მინისტრ მიხეილ ხუბუტია საქმეზე ახალ სტატიას აქვეყნებს.

იულია ვანმა (ნამდვილი გვარი ივანოვა), რომელიც თავს ბიზნესვუმენად წარმოადგენს, ორი კვირის წინ დეტალურად აღწერა, თუ როგორ შეიჭრა მის სახლში მისი ყოფილი საყვარელი, მიხეილ ხუბუტია, თავს დაესხა ცულით და ცდილობდა მოეკლა. ქალის თქმით, გადარჩენა მხოლოდ იმის წყალობით შეძლო, რომ მკვდრად მოაჩვენა თავი.

ასევე, იულიამ განაცხადა, რომ ხუბუტიას 2018 წლიდან იცნობს: თავიდან ის ზრუნვითა და სიყვარულით იყო გამორჩეული, ძვირადღირებულ საჩუქრებს უკეთებდა. მალე, როგორც ვანი ამტკიცებს, ისინი ერთ ოჯახად იქცნენ - თუმცა მეორე ოჯახად, რადგან მამაკაცს პირველი პირველი ცოლ-შვილი უკვე ჰყავდა. ცხოვრების რთულ პერიოდში, როდესაც მეწარმემ შვილი დაკარგა, გოგონა "დათანხმდა, მისთვის შვილი ეჩუქებინა“. შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა…

მოსკოვის ოლქის ვაჭრობის ყოფილი მინისტრისა და "გოსტინი დვორის“ თანამფლობელის წინააღმდეგ ახლა სისხლის სამართლის საქმეა აღძრული ორი მუხლით, მის ინტერესებს რუსეთში ცნობილი ადვოკატი სერგეი ჟორინი წარმოადგენს. მედიასთან ჟორინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვანის ყველა ბრალდება ტყუილი და პროვოკაციაა, ხოლო ბევრი ფაქტი საერთოდ გამოგონილია და ერთმანეთს ეწინააღმდეგება.

იულია ვანი

"ჩნდება კანონიერი კითხვა: რამდენად სანდოა მისი ვერსია? და მართლაც მნიშვნელოვანია, რეალურად რას საქმიანობს იულია და რა ურთიერთობაში იყო მიხეილთან? ჩემი აზრით, ამას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს, რადგან, თავად იულიას თქმით, სავარაუდო დანაშაულის მოტივი გახდა დაშორება და ეჭვიანობა. ის ამტკიცებს, რომ მის ცხოვრებაში ახალგაზრდა მამაკაცი გამოჩნდა, ხოლო მიხეილს, თურმე, დაშორებასთან შეგუება არ შეეძლო. თუმცა, ეს მტკიცებები სიმართლეს არ შეესაბამება“, - აცხადებს ჟორინი.

ქალთან ურთიერთობის დეტალებზე ისაუბრა ხუბუტიამაც.

"ვთვლი, რომ ლოგიკურია ჩემი ამბავი ჩვენი გაცნობის გარემოებებიდან დავიწყო. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ მკითხველებმა კონტექსტი გაიგონ. იულიას მიერ წარმოდგენილი რომანტიზებული ვერსიისგან განსხვავებით, ჩვენი გაცნობა ცოტა სხვაგვარი იყო. მე არასდროს დამიმალავს, რომ ვაფასებ ქალის ყურადღებას. თუმცა, ჩემი დაკავებულობის გამო, ზოგჯერ მივმართავ ე.წ. მენეჯერების მომსახურებას, რომლებიც სპეციალიზებიდან შეძლებული კლიენტებისთვის კომპანიონების შერჩევაში. მსგავსი პრაქტიკა ჩვენს ქვეყანაში დიდი ხანია არსებობს, თუმცა ბაზრის მონაწილეთა უმეტესობა ამას არ აფიშირებს. მიუხედავად ამისა, გარემოებები მაიძულებს, მაქსიმალურად გულწრფელი ვიყო.

ერთ მშვენიერ დღეს დამიკავშირდა მენეჯერი და მაცნობა, რომ არსებობს მომხიბვლელი გოგონა, რომელიც ახალი იყო ამ სეგმენტში. შედგა შეხვედრა, სადაც ვანმა გააჟღერა თავისი პირობები: 10 ათასი დოლარი პაემანზე (რასაკვირველია, ეს გულისხმობდა სიახლოვეს). მე დავთანხმდი, გადავეცი მას თანხა. იულია მაშინვე წავიდა ბუტიკში და იყიდა რაღაც ტანსაცმელი და მეც კი მიყიდა შარფი. ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. ყველაფერს თავისი სახელი რომ დავარქვათ ეს იყო ფინანსური თანამშრომლობა. დროდადრო ვხვდებოდით გარკვეული მიზნით. ჰონორარი ყოველ ჯერზე ცალკე განიხილებოდა. მომეწონა ახალი ნაცნობი და ბინა ვუყიდე. დროდადრო იულია სატარიფო გეგმებს იგონებდა! დიახ, დიახ. ის ნამდვილად ბიზნესვუმენი იყო გარკვეული თვალსაზრისით. ასეც ამბობდა: "მიშა, გთავაზობ სუპერვიპ სატარიფო გეგმას. მასში შედის 10 ღამე, 3 გასვლა ნებისმიერ დროს სექსუალური მომსახურების გაწევისთვის და ა.შ.“ ეს "პაკეტი“ თვეში 1 მილიონი რუბლი ღირდა. ურთიერთობის მსგავსი ფორმატი ბავშვის დაბადების შემდეგაც შენარჩუნდა.

სობჩაკთან ინტერვიუში ვანის ნაამბობისგან განსხვავებით, ბავშვის დაბადება დაგეგმილი არ ყოფილა. ასეთი რამ ხდება ხოლმე, რომ გარკვეული გარემოებების (ან ეშმაკობის) გამო, მსგავსი საქმიანობის გოგონები ორსულდებიან. და მე ისე მოვიქეცი, როგორც ნებისმიერი წესიერი ადამიანი უნდა მოქცეულიყო. ვაღიარე ბავშვი, ვიყიდე დიდი სახლი და სრულად უზრუნველყოფდი მას, იულიას სხვადასხვა სატარიფო გეგმების მიუხედავად.

ვანმა ჩემთან შეათანხმა, რომ ჩემ გარდა, მას კიდევ ერთი კლიენტი ეყოლებოდა. ამიტომ ჩემი მხრიდან რაიმე ეჭვიანობაზე საუბარი უბრალოდ სასაცილოა. მე არასდროს ვყოფილვარ მისთვის ერთადერთი და არც არასდროს მქონია პრეტენზია ამაზე.

შემდგომში იულიას მიმართ გრძნობები გამიცივდა. ასე ხდება ხოლმე, როცა ადამიანებს არაფერი აკავშირებთ, ინტიმის გარდა. დავიწყე მასთან ურთიერთობისთვის თავის არიდება, მაგრამ ვაგრძელებდი ქალიშვილის რჩენასა და უზრუნველყოფას. რასაკვირველია, ვანისთვის ეს მდგომარეობა მიუღებელი იყო. ის ცდილობდა ჩემს დევნას. მოდიოდა "გოსტინი დვორში“ (სადაც ჩემი ბიზნეს-ინტერესების ერთ-ერთი ცენტრია), შემოიჭრა ჩემს სიგარის კლუბში და სხვა მამაკაცებს ჩემს თვალწინ ეკიდებოდა. ყველანაირად ცდილობდა ჩემს პროვოცირებას...

ქსენია სობჩაკთან ინტერვიუში მან შემთხვევით წამოროშა ამ ეპიზოდებზე, თუმცა ამტკიცებს, რომ მე ვდევნიდი მას. საბოლოოდ, მე მოვითხოვე ნებისმიერი კონტაქტის შეწყვეტა. ჩემი ერთ-ერთი ემოციური ხმოვანი შეტყობინება იულიამ თავად გამოაქვეყნა. შემდეგ, მისი მხრიდან მოჰყვა მუქარები, შეურაცხყოფები, ფულის მოთხოვნები. როდესაც რეაგირება შევწყვიტე, გამოჩნდა ამბავი ცულით თავდასხმის შესახებ…“ - ამბობს ის.

მიხეილ ხუბუტია ოჯახთან ერთად

მიხეილ ხუბუტიას ადვოკატი სერგეი ჟორინი, რომელმაც საქმის ყველა მასალა შეისწავლა, ასევე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ თავდაპირველად იულიას მომხდარის სხვადასხვა ვერსია ჰქონდა: მეგობრებს ერთს ეუბნებოდა, პოლიციას - მეორეს, ჟურნალისტებს - მესამეს.

"ვინც ამ ისტორიას თვალს ადევნებს, ახსოვს, რომ თავიდან ვანმა თავის თავს გადაუღო, ვიდეო გამოაქვეყნა, დაურეკა მეგობრებსა და "ახალგაზრდა მამაკაცს“, მაგრამ სასწრაფო დახმარება და პოლიცია არ გამოუძახებია. ეს სხვა ადამიანებმა გააკეთეს. ხოლო როდესაც ექიმები მივიდნენ, პირველი, რაც იულიამ სთხოვა, მისი გადაღება იყო. ასე იქცევა ადამიანი, რომლის მოკვლაც ახლახან სურდათ?

და იულიას ვერსიაც, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურად გამოიყურება. მისი თქმით, ზრდასრული და არც თუ ისე სულელი მიხეილი მიდის მასთან აგარაკზე მოსაკლავად, იცის, რომ ყველგან კამერებია დამონტაჟებული. მკვლელობის იარაღად ცულს ირჩევს (ნუთუ მის საკუთარ იარაღის მაღაზიებში უფრო საიმედო ვერაფერი იპოვა?). მსხვერპლს რომ წამოეწევა, ფეხში ურტყამს ისე, რომ კანს ძლივს აზიანებს. არც კი არის გამჭოლი ჭრილობა ან ცულის დარტყმისთვის დამახასიათებელი ნაჭრილობევი. შემთხვევითი არ არის, რომ სახელმწიფო საავადმყოფოში ჰოსპიტალიზაციაზე უარი უთხრეს (მისივე თქმით). შემდეგ კი, როდესაც ვანი თითქოს მკვდრად აჩვენებს თავს (ფეხზე ნაკაწრის შემდეგ) და ხრიალს იწყებს (მისი ინტერვიუ სობჩაკთან), მიხეილი ფიქრობს, რომ მოკლა იგი და მშვიდად (კამერების ქვეშ) ტოვებს სასახლეს. ამასთან, იულია ვანი "ისე ხმამაღლა ყვიროდა“ (მისივე თქმით), რომ სახლში არავინ გაიღვიძა. არც ძიძამ (რომელსაც ვანი შეთქმულებაში ადანაშაულებს) და არც ქალიშვილმა. როგორ მოგწონთ ეს?“, - ამბობს ადვოკატი.

მოწინააღმდეგე მხარის ბრალდებების კომენტირებისას, ჟორინი აცხადებს, რომ მისი კლიენტი, მიხეილ ხუბუტია, კატეგორიულად უარყოფს იულია ვანისთვის რაიმე სახის სხეულის დაზიანების მიყენებას, მით უმეტეს - მკვლელობის მცდელობას.

წაიკითხეთ ასევე: