ავტორი:

ამერიკის “დაკარგული კოლონიის“ საიდუმლო, რომელზეც სტივენ კინგი წერდა, ამოხსნილია - ახალი მტკიცებულებები 400 წლის წინანდელ საიდუმლოს ხსნის

ამერიკის “დაკარგული კოლონიის“ საიდუმლო, რომელზეც სტივენ კინგი წერდა, ამოხსნილია - ახალი მტკიცებულებები 400 წლის წინანდელ საიდუმლოს ხსნის

არქეოლოგები მარკ ჰორტონი და სკოტ დოუსონი ამტკიცებენ, რომ მიაკვლიეს ამერიკის “დაკარგულ კოლონიას“, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მითად ითვლებოდა.

მათ როანოკის კუნძულზე, რომელიც ამჟამად ჩრდილოეთ კაროლინას ტერიტორიაზე მდებარეობს, ბრინჯის მარცვალზე ზომით ოდნავ დიდ ჟანგიან ლითონის ფანტელებს მიაკვლიეს, რომელმაც შესაძლოა 1500-იანი წლების ბოლოს როანოკის “დაკარგული კოლონიის“ საკუთრება იყოს.

არქეოლოგები მოპოვებული მასალის მიხედვით, არქეოლოგები გაანალიზებენ, თუ რა დაემართა კოლონიას.

ჩრდილოეთ ამერიკაში პირველი ინგლისური დასახლების 118 კოლონისტის ბედი, რომელიც როანოკის კუნძულზე მდებარეობდა, 435 წლის განმავლობაში გაურკვეველი იყო.

ისტორიის მიხედვით, რომელიც ნაწილობრივ მითად მიიჩნეოდა, მათმა ლიდერმა ისინი 1587 წელს ბედის ანაბარა მიატოვა და საკვების, სხვა საჭიროებების მოსამარაგებლად, მისიაში წავიდა. როდესაც 1590 წელს, მომმარაგებელი ნავით უკან დაბრუნდა, აღმოაჩინა მიტოვებული დასახლება სადაც ყველაფერი იყო გაპარტახებული და წაღებული იყო ყველაფერი, რისი წაღებაც შეიძლებოდა.

შესასვლელში, ხის ბოძზე სიტყვა „კროატოანი“ იყო ამოტვიფრული.

მათი ბედი მას შემდეგ ამოუხსნელი დარჩა. ხოლო ამბავი საიდუმლოებამ მოიცვა და მითოსად იქცა. არსებობდა ვარაუდი, რომ ისინი სხვა ტომმა მოკლეს, ზოგი კი ირწმუნებოდა, რომ მათ ესპანელები დაესხნენ თავს, ან დაავადებით დაიღუპნენ.

ეს საიდუმლო წლების განმავლობაში შთააგონებდა მწერლებსა და პოეტებს. სტივენ კინგს დიდი ხნის განმავლობაში აწუხებდა “დაკარგულ კოლონიაზე“ ფიქრი და არაერთხელ უსაუბრია მათ შესახებ. სტივენ კინგმა ლეგენდაზე არაერთი ნაწარმოებები დაწერა.

  • არქეოლოგები მარკ ჰორტონი და სკოტ დოუსონი ამბობენ, რომ მათ იციან, რა დაემართათ დაკარგულ ახალმოსახლეებს: ისინი შეუერთდნენ სხვებს და ასიმილირებულნი გახდნენ საზოგადოებაში.

წყვილი ჰატერასის კუნძულზე, ბაქსტონის მიმდებარე ტერიტორიაზე ათ წელზე მეტია, რაც გათხრებს აწარმოებს. აპრილში კი, მიწაში დიდი რაოდენობით ლითონის ნაწილაკები აღმოაჩინეს, რომლებიც მე-16 საუკუნით თარიღდება.

დაჟანგული ლითონის ნაწილაკები, რომლებსაც იარაღში იყენებდნენ

“ლითონის დამუშავების ტექნოლოგია ინგლისელი კოლონისტებისთვის ნაცნობი იყო, მაგრამ არა ადგილობრივებისთვის. ჩაქუჩის პირები აჩვენებს, რომ ინგლისელი კოლონისტები ჰატერასის კუნძულზე კროატოელებთან ერთად ცხოვრობდნენ და საბოლოოდ მათ თემში ასიმილირდნენ. ეს უდავო მტკიცებულება ერთხელ და სამუდამოდ პასუხობს “დაკარგული კოლონიის“ სავარაუდო საიდუმლოსთან დაკავშირებულ ნებისმიერ კითხვას,“ - განაცხადა დიდი ბრიტანეთის სამეფო სოფლის მეურნეობის უნივერსიტეტის არქეოლოგიის პროფესორმა, ჰორტონმა.

გარდა ლითონის ნაწილაკებისა, “პირველი კოლონიის ფონდის“ არქეოლოგებმა იქ აღმოაჩინეს კერამიკა და იარაღი, რომლებსაც ისინი როანოკის კოლონისტებს უკავშირებენ, თუმცა ამ ნივთების დათარიღება არ მომხდარა.

წყარო

იხილეთ ასევე: