ავტორი:

მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს - “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს - “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ სამყარო გაცილებით სწრაფად იშლება, ვიდრე მათ ეგონათ და ზუსტად განსაზღვრეს, როდის დასრულდება ის.

  • ნიდერლანდების რადბოუდის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, რომ სამყაროში ყველა ვარსკვლავი ერთ კვინვიგინტილიონ წელიწადში ჩაქრება. ეს გამოისახება ერთი 78 ნულით.

როგორც აღმოჩნდა, ახალი გათვლები გაცილებით მოკლე პერიოდია, ვიდრე წინა პროგნოზი.

პროცესს, რომელიც, მათი აზრით, სამყაროს სიკვდილს იწვევს, “ჰოკინგის გამოსხივება“ ეწოდება. ამ დროს - შავი ხვრელები თანდათანობით “ქრებიან“ და არარაობაში გადადიან.

ადრე ვარაუდობდნენ, რომ ფენომენი მხოლოდ შავი ხვრელებისთვის იყო დამახასიათებელი, თუმცა მოგვიანებით დადასტურდა, რომ მსგავსად აორთქლება შეუძლიათ ისეთ ობიექტებს, როგორიცაა ნეიტრონული ვარსკვლავები და თეთრი ჯუჯები.

  • ნეიტრონული ვარსკვლავები და თეთრი ჯუჯები ვარსკვლავის სასიცოცხლო ციკლის ბოლო ეტაპია. მასიური ვარსკვლავები ფეთქდებიან და შემდეგ ნეიტრონულ ვარსკვლავებად გარდაისახებიან, ხოლო მზის მსგავსი პატარა ვარსკვლავები თეთრ ჯუჯებად იშლება.

ამ „მკვდარ“ ვარსკვლავებს შეუძლიათ უკიდურესად დიდი ხნის განმავლობაში იარსებონ. თუმცა, მკვლევარების თქმით, როდესაც ისინი ძალიან არასტაბილურები ხდებიან, თანდათან იფანტებიან და ფეთქდებიან.

ნეიტრონული ვარსკვლავის ან თეთრი ჯუჯის სიკვდილისთვის საჭირო დროის ცოდნა მეცნიერებს სამყაროს მაქსიმალური სიცოცხლის ხანგრძლივობის გაგებაში ეხმარება.

წამყვანი მკვლევრის, რადბუდის უნივერსიტეტის რადიოასტრონომიისა და ნაწილაკების ასტროფიზიკის პროფესორის, ჰეინო ფალკეს თქმით, წინა კვლევებში “ჰოკინგის გამოსხივება“ არ იყო გათვალისწინებული და შესაბამისად, სამყაროს მაქსიმალური სიცოცხლის ხანგრძლივობა გადაჭარბებულად იყო შეფასებული.

„ამგვარად, სამყაროს საბოლოო დასასრული მოსალოდნელზე გაცილებით ადრე დადგება. თუმცა, საბედნიეროდ, ამას მაინც ძალიან დიდი დრო დასჭირდება“, - თქვა მან განცხადებაში.

წყარო

იხილეთ ასევე: