ავტორი:

“მე აქ ვარ!“ - ზელენსკის მესიჯი პუტინს და არშემდგარი შეხვედრა: რა ხდება ანკარაში, სადაც ზელენსკისა და ერდოღანის დიალოგი მიმდინარეობს

“მე აქ ვარ!“ - ზელენსკის მესიჯი პუტინს და არშემდგარი შეხვედრა: რა ხდება ანკარაში, სადაც ზელენსკისა და ერდოღანის დიალოგი მიმდინარეობს

ანკარაში ვოლოდიმირ ზელენსკისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა მიმდინარეობს.

მედიის ინფორმაციით, უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტების, ვოლოდიმირ ზელენსკისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა ანკარაში, პრეზიდენტის სასახლეში მიმდინარეობს.

მანამდე, აეროპორტიდან გასვლისას ჟურნალისტებმა უკრაინის პრეზიდენტს ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა მას ვლადიმერ პუტინისთვის რაიმე შეტყობინება, რაზეც ზელენსკიმ უპასუხა: “მე აქ ვარ! ვფიქრობ, ეს ყველაფერზე კარგად მეტყველებს“.

  • ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანკარაში ჩასვლისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთთან დღეს დაგეგმილი მოლაპარაკებების შესახებ გადაწყვეტილებას რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ მიიღებს.

„ჩვენ მაღალი დონის დელეგაცია გვყავს, რუსებს კი როგორც ჩანს ბუტაფორიული. ვნახოთ, აქვთ თუ არა მათ გადაწყვეტილების მიღების მანდატი, რადგან ყველამ ვიცით რუსეთში გადაწყვეტილებებს ვინ იღებს. ფორმატს რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ განვიხილავთ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

სტამბოლში, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის გასამართი შეხვედრის დაწყების ზუსტი დრო და ფორმატი ჯერჯერობით უცნობია.

იხილეთ ასევე: