ავტორი:

საქართველო Eurovision 2025-ს გამოეთიშა - ცრემლები, მღელვარება და კადრები კულისებიდან: ვინ გადავიდა ფინალში? (ფოტო/ვიდეო)

საქართველო Eurovision 2025-ს გამოეთიშა - ცრემლები, მღელვარება და კადრები კულისებიდან: ვინ გადავიდა ფინალში? (ფოტო/ვიდეო)

შვეიცარიის ქალაქ ბაზელში ევროვიზიის სიმღერის კონკურსის 2025 წლის მეორე ნახევარფინალი გაიმართა.

პირველი ნახევარფინალისგან განსხვავებით, სადაც გრანდიოზულ ფინალში საკუთარი ქვეყნების წარმოდგენის უფლებისთვის 15 ქვეყანა იბრძოდა - მეორეში ერთით მეტი, 16 მონაწილე იყო.

საქართველო და მისი წარმომადგენელი მარიამ შენგელია სიმღერით Freedom, გულშემატკივრების წინაშე მეათე ნომრად წარსდგა.

“მიყვარხარ საქართველო. ამაყი ვარ, ძალიან ამაყი ვარ...“ - მიმართა მარიამ შენგელიამ გულშემატკივრებს გამოსვლის შემდეგ და ცრემლები ვერ შეიკავა.

  • ხმის მიცემის შედეგების მიხედვით, საქართველომ თავისი მონაწილეობა “ევროვიზიაზე“ მეორე ნახევარფინალში დაასრულა და ფინალში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

საფინალო ათეულში მოხვდა - ლიეტუვა, ისრაელი, სომხეთი, დანია, ავსტრია, ლუქსემბურგი, ფინეთი, ლატვია, მალტა, საბერძნეთი.

ხოლო “ევროვიზია“ 6 ნახევარფინალისტს - სერბეთს, ავსტრალიას, მონტენეგროს, ირლანდიას, საქართველოს და ჩეხეთსა დაემშვიდობა.

  • ფინალში გასულ 10 მონაწილეს დაემატნენ კონკურსის დამაარსებელი "დიდი ხუთეულის" - საფრანგეთის, გერმანიის, ესპანეთის, გაერთიანებული სამეფოს და იტალიის წარმომადგენლები. ასევე კონკურსანტი გასული წლის გამარჯვებული ქვეყნიდან - შვეიცარიიდან...

შეგახსენებთ, რომ 13 მაისს გამართულ პირველ სამშაბათს, ნახევარფინალში სულ 15 ქვეყანა იბრძოდა, რომელთაგან ფინალში ნორვეგია, ალბანეთი, შვედეთი, ისლანდია, ნიდერლანდები, პოლონეთი, სან-მარინო, ესტონეთი, პორტუგალია და უკრაინა გავიდნენ.

კონკურსი კი დატოვეს: აზერბაიჯანმა, ბელგიამ, კვიპროსმა, ხორვატიამ და სლოვენიამ.

ფინალი გაიმართება 17 მაისს. წლევანდელი კონკურსის ფავორიტად მიიჩნევა შვედური ჯგუფს KAJ - ს სიმღერა, "Bara Bada Bastu" ("მოდი, საუნაში შევიდეთ").

იხილეთ ასევე: