ბიბერი მის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში გულშემატკივრების შეშფოთებას და შიშს პასუხობს იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ის შონ დიდი კომბსის მსხვერპლთა შორის ყოფილიყო.
განცხადებას გამოცემა TMZ ავრცელებს. ბიბერის წარმომადგენელმა მათ მომღერლის ოფიციალური პოზიცია გაუგზავნა.
გამოცემის ცნობით, დღეს უკვე ბრალდებულ კომბსისა და ბიბერის საჯარო ურთიერთობა ფასადური იყო.
ამის საფუძველია კომბსისა და ბიბერის ერთ-ერთი ვიდეო, სადაც მოზარდი 15 წლის არის. შონ კომბსი მას წვეულებაზე ეპატიჟება და შემდეგ აცხადებს, რომ ვერ იტყვის, რას აკეთებენ ერთად, მაგრამ ეს "15 წლის ბიჭის ოცნებაა".
მანვე თქვა, რომ "შემდეგი 48 საათის განმავლობაში" ბიბერი Diddy-სთან ერთად იქნება და "გიჟურად" გაერთობიან.
2024 წლის 16 სექტემბერს, ამერიკული ჰიპ-ჰოპ ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმომადგენელი, პროდიუსერი და რეპერი შონ კომბსი დააკავეს. მას სექს ტრეფიკინგი, პროსტიტუციისთვის ხელის შეწყობა და ორგანიზებულ დანაშაულში ედება ბრალად.
კომბსს 120 მომჩივანი ჰყავს.
იხილეთ ასევე: