მოსკოვის ოლქის ვაჭრობის ყოფილმა მინისტრმა, მიხეილ ხუბუტიამ ყოფილ შეყვარებულზე ძალადობა აღიარა - ერთი თვის წინ, ხუბუტია იულია ვანის სახლში შეიჭრა, რომელიც მდებარეობს ოდინცოვოს რაიონის სოფელ ტრეხგორკაში და თავს დაესხა მას. ამ დროს მეზობელ ოთახში პატარა გოგონას, დაზარალებულისა და ექს-მინისტრის საერთო ქალიშვილი, ეძინა.
ცემისა და ყვირილის გაგების შემდეგ, ბავშვის ძიძამ სახლში პოლიცია გამოიძახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ვანი მძიმე მდგომარეობაში, თითქმის უგონო მდგომარეობაში იპოვეს, ქალი, კლინიკაში გადაიყვანეს, ხუბუტია დანაშაულის ადგილიდან მიიმალა, თუმცა შემდეგ პოლიციას თავად ჩაბარდა.
"ეჭვმიტანილი პოლიციაში მივიდა და აღიარებითი ჩვენება დაწერა" - წერს რუსული მედია.
მის წინააღმდეგ აღძრულია საქმე მკვლელობის მცდელობის მუხლით (სისხლის სამართლის კოდექსის 30-ე მუხლის მე-3 ნაწილი, 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილი). შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე აღძრა საქმე სხეულის დაზიანებისა და მკვლელობით მუქარის ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი). ხუბუტია დანაშაულს აღიარებს.
MSK1 აღნიშნავს, რომ 1990-იან წლებში ხუბუტიამ იარაღის ბიზნესი კოლჩუგას კომპანიის მეშვეობით განავითარა, შემდეგ მოსკოვის ოლქის ვაჭრობის მინისტრი გახდა და ეს თანამდებობა 2001 წლამდე ეკავა. ის ეკონომიკური განვითარების სამინისტროშიც მუშაობდა. მის ამჟამინდელ აქტივებში შედის სიგარის კლუბი „ვარვარკა 3“ და სასტუმრო „ვოლგა“ მოსკოვში.
წაიკითხეთ ასევე: