კუნძულ კრეტას სანაპიროსთან 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი საბერძნეთის სახანძრო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
საბერძნეთის სახანძრო სამსახურის განცხადებით, ბიძგების შემდეგ კუნძულ კრეტაზე უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა, თუმცა ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ.
ძლიერი ბიძგები ხუთშაბათს, დილის 6:19 საათზე (03:19 GMT) ქალაქ ჰერაკლიონიდან 79 კილომეტრში დაფიქსირდა. მომხდარმა კუნძულზე დასასვენებლად მყოფი ადგილობრივები და ტურისტები დააფრთხო, თუმცა ვითარება მალევე კონტროლირებადი გახდა.
6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ბიძგები თურქეთსა და ისრაელშიც იგრძნობოდა.

🔔#Earthquake (#σεισμός) M3.0 occurred 75 km NE of #Irákleion (#Greece) 20 min ago (local time 07:32:13). More info at:
📱https://t.co/QMSpuj6Z2H
🌐https://t.co/fU0bQHexmh
🖥https://t.co/TzhVPfFC4o pic.twitter.com/7aotuPz9DC
— EMSC (@LastQuake) May 22, 2025

საბერძნეთი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მიწისძვრებისადმი მიდრეკილი ქვეყანაა. წელს, პოპულარულ ტურისტულ კუნძული სანტორინი უპრეცედენტო დონის სეისმურმა აქტივობამ შეარყია, რის გამოც ათასობით ადამიანი იძულებული გახდა ევაკუირებულიყო და სკოლები დაეხურათ.
იხილეთ ასევე: