Queen-ის სოლისტის, ფრედი მერკურის საიდუმლო შვილის ვინაობა ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. მომღერლის ბიოგრაფიულმა წიგნმა შოუბიზნესის სამყაროში აჟიოტაჟი გამოიწვია.

ქალმა თავისი შთამბეჭდავი ისტორია ბიოგრაფ ლესლი-ენ ჯონსს მოუყვა. მისი თქმით, მოსიყვარულე ოჯახში გაიზარდა, თუმცა ყოველთვის იცოდა, რომ ბიოლოგიური მამა ფრედი მერკური იყო. 1991 წელს, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, ფრედიმ ქალიშვილს პირადი დღიურების 17 ტომი აჩუქა.
"ფრედი მერკური ჩემი მამა იყო. ჩვენ ძალიან ახლო და მოსიყვარულე ურთიერთობა გვქონდა. ჩემი დაბადების გარემოებები, ადამიანების უმეტესობისთვის, შეიძლება უჩვეულო და აღმაშფოთებელიც კი ჩანდეს. ის ისე მეპყრობოდა, როგორც რაღაც ძალიან ძვირფასს.

ვინც ჩემი არსებობის შესახებ იცოდა, ფრედისადმი ერთგულებისა და სიყვარულის გამო, ეს საიდუმლო შეინახეს. ის, რომ ახლა ჩემი ისტორიის გაზიარება გადავწყვიტე, ჩემი და მხოლოდ ჩემი გადაწყვეტილებაა.“
ნახეთ ასევე: