ავტორი:

"ქურდული შეკრების მთავარი თემა იყო გადაწყვეტილების მიღება მერაბ ჯანგველაძის ძმის მკვლელობასთან დაკავშირებულ პირებზე" - დაკავებულია "ლავასოღლი": სპეცოპერაციის დეტალები

"ქურდული შეკრების მთავარი თემა  იყო გადაწყვეტილების მიღება მერაბ ჯანგველაძის ძმის მკვლელობასთან დაკავშირებულ პირებზე" - დაკავებულია "ლავასოღლი": სპეცოპერაციის დეტალები

2025 წლის 22 მაისს, რომის "ჩამპინოს" აეროპორტში იტალიის სპეცრაზმმა, საჰაერო პოლიციამ და სასაზღვრო სამსახურმა, საერთაშორისო პოლიციურ თანამშრომლობასთან კოორდინაციით, დააკავეს 43 წლის მინდია გორაძე — ბათუმში დაბადებული საქართველოს მოქალაქე, კრიმინალურ წრეებში ცნობილი როგორც "ლავასოღლი ბათუმელი".

გორაძე წლების განმავლობაში ფიგურირებდა სხვადასხვა დანაშაულებრივ საქმეებში, ხოლო მისი სახელი „კანონიერი ქურდის“ სტატუსთან ასოცირდებოდა. მისი დაკავება მოხდა გერმანული ნომრებით მოძრავი ავტომობილით აეროპორტში ჩამოსვლის შემდეგ. სამართალდამცველებმა ის გადაიყვანეს რომის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ საპატიმროში - „რეჯინა ჩელი“ (Regina Coeli), რომელსაც ხშირად მოიხსენიებენ როგორც "ზეციური დედოფალი".

ოფიციალურად, გორაძის დაკავების მიზეზი ინტერპოლის ბაზაში არსებული ორი "წითელი ცნობაა", რომლებიც საქართველომ და უკრაინამ გამოაცხადეს. თუმცა, იტალიაში ჩატარებული ოპერაცია ძირითადად უკავშირდება უკრაინის მიერ წაყენებულ ბრალდებებს -კერძოდ, ოდესის ოლქში რეკეტს და კრიმინალურ სამყაროში სტატუსის მოპოვებასთან დაკავშირებულ ქმედებებს.

უკრაინაში გორაძეს 2023 წელს წარედგინა ეჭვმიტანილის სტატუსი, რის შემდეგაც დაუპატიმრებლად გამოაცხადეს ძებნაში. 2025 წლის თებერვალში კი ოდესის პრიმორსკის რაიონულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მის წინააღმდეგ სპეციალური (დაუსწრებელი) სასამართლო პროცესის ფორმატში წარმოებულიყო მართლმსაჯულება. მას ბრალი ედება დანაშაულებრივი დაჯგუფების ორგანიზებაში, რეკეტში და კრიმინალურ შეკრებაში მონაწილეობაში.

ერთ-ერთი ვერსიით, სპეცოპერაცია გადამწყვეტ ფაზაში მას შემდეგ შევიდა, რაც გაჟღერდა ინფორმაცია მისი იტალიაში ჩასვლის შესახებ. რუსულმა გამოცემამ PrimeCrime მაისის მეორე ნახევარში გაავრცელა ცნობები, რომ იტალიაში ჩატარდა კრიმინალური შეკრება („სხოდკა“), რომელშიც მონაწილეობა მიიღო 30-მდე "კანონიერმა ქურდმა". შეხვედრა ორგანიზებული იყო სოხუმის კლანის ლიდერების მიერ და მის ერთ-ერთ მთავარ თემად სახელდებოდა გადაწყვეტილების მიღება მერაბ ჯანგველაძის - იგივე "მერაბ სოხუმელის" - უმცროსი ძმის მკვლელობასთან დაკავშირებულ პირებზე.

პირადი ცხოვრების დეტალები

ლავასოღლი ბათუმელის პირადი ცხოვრებაზე ბოლო წლებში ქართული მედია ხშირად წერდა. ბათუმელი მოდელი ნინიკო ნაცარიშვილიც არაერთხელ გამხდარა მედიის ყურადღების ცენტრში, როგორც გორაძის მეუღლე. ცნობილია, რომ წყვილი იტალიაში ერთობლივი საცხოვრებლის აშენებას გეგმავდა და უკვე წელიწადნახევარია, რაც ნინიკომ საქართველო დატოვა.

2022 წლის მარტში მოდელი დედა გახდა - გორაძესა და ნინიკოს გოგონა შეეძინათ. შვილის დაბადებიდან ორი წლის შემდეგ, ნინიკომ საზოგადოებას პირველად გაუზიარა ერთობლივი ფოტო მეუღლესთან. ბოლო პერიოდში კი ნინიკო პრაქტიკულად აღარ აქტიურობს სოციალურ ქსელებში და ჩანს, რომ საქართველოში შვილთან ერთად აღარ იმყოფება.

გორაძის კრიმინალური წარსული საქართველოში

მკითხველს შევახსენებთ, რომ მინდია გორაძეს საქართველოში 22-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად აქვს მისჯილი.

2018 წლის ივლისში, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო „კანონიერი ქურდობისთვის“, ძალადობრივი გამოძალვის ორგანიზებისთვის, და ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევის გამო. მიესაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2019 წლის აპრილში, ბათუმის საქალაქო სასამართლომ დამატებით მიუსაჯა 10-წლიანი პატიმრობა „კანონიერი ქურდობისა“ და კრიმინალურ შეკრებაში მონაწილეობისთვის. 2021 წელს კი უკრაინაშიც დააკავეს, თუმცა მოგვიანებით ციხიდან გაქცევით თავი დააღწია სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

პომპეზური ბეჭედი და მდიდრული ცხოვრება

მედიაში ასევე გაშუქდა, რომ ნინიკო ნაცარიშვილს მარცხენა ხელზე უკეთია 236,340 დოლარად შეფასებული ბეჭედი, დამზადებული 18-კარატიანი თეთრი ოქროთი და მოჭედილი ბრილიანტებით, რომელიც ცნობილია როგორც Ruby Queen.

წყარო

წაიკითხეთ ასევე: