უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წყაროს ინფორმაციით, დრონებით რუსეთში ოთხ სამხედრო აეროდრომს დაესხნენ თავს. მათივე ცნობით, აეროდრომებს ერთდროულად შეუტიეს.
თვითმფრინავები ამჟამად ბელაიას, დიაგილევოს, ოლენიას და ივანოვოს აეროდრომებზე იწვის.
როგორც ახლა SBU იუწყება, დაბომბეს რიაზანში და ივანოვოსთან არსებული ბაზები. წყაროს ცნობით, ოთხივე ბაზაზე "თვითმფრინავები იწვის".
გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანებულია 40-ზე მეტი თვითმფრინავი, მათ შორის A-50, Tu-95 და Tu-22 M3 ტიპის თვითმფრინავები.
წინასწარი მონაცემებით, შეტევის შედეგად რუსეთის ავიაციის 2 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ზარალი მიადგა.